ქორწილში 250-მდე სტუმარი იყო მიწვეული, რომელთა შორის, ლიონელისა და ანტონელას ნათესავების გარდა, იყვნენ ფეხბურთელის ბავშვობის მეგობრები და თანაგუნდელები: ნეიმარი, ლუის სუარესი, ჟერარდ პიკე, კარლეს პუიოლი, გონსალო იგუაინი, სერხი აგუერო და სხვები.
ქორწილის უსაფრთხოებაზე 350 პოლიციელმა და დაცვის კერძო ფირმამ იზრუნა, მის გაშუქებაზე კი 150 ჟურნალისტი მუშაობდა.
აღსანიშნავია, რომ მესიმ სტუმრებს საჩუქრებისგან თავის შეკავება სთხოვა და სანაცვლოდ თანხის
ლიონელი და ანტონელა ერთმანეთს ბავშვობიდან იცნობენ. 13 წლის მესი "ბარსელონას" ახალგაზრდულ გუნდში ჩაირიცხა, რომელიც არგენტინული "ნიუელს ოდ ბოიზისგან" განსხვავებით, ლიონელისთვის ზრდის ჰორმონის დეფიციტის მკურნალობის დაფინანსებას დათანხმდა. ლიონელი და ანტონელა ტელეფონითა და მიმოწერით აგრძელებდნენ ურთიერთობას, რაც მოგვიანებით სიყვარულში გადაიზარდა. ამჟამად წყვილს ორი ვაჟი - 4 წლის ტაიგო და ერთი წლის მატეო ჰყავს.