"ფლამენგო" "ფლუმინენსეს" მეორედ დაეხმარა

AutoSharing Option
1 ნოემბერს ბრაზილიის ჩემპიონატის 33-ე ტურის ბოლო შეხვედრა გაიმართა - შეხვედრა, რომელმაც პრაქტიკულად ბრაზილიის ჩემპიონის ვინაობა გაარკვია.

"ფლამენგომ", ამ სეზონში უკვე მეორედ, ხელი თავის მოსისხლე მტერს, "ფლუმინენსეს" შეუწყო და "ატლეტიკო მინეიროს" მორიგი, უმნიშვნელოვანესი ქულები დააკარგვინა.

ამ გუნდების პირველი წრის შეხვედრა, რომელიც ასევე გადადებული იყო, "ფლას" გამარჯვებით დასრულდა და იმ წაგების გამო "ატლეტიკომ" ჩემპიონატში ლიდერობა დათმო. ამჯერად მასპინძელი უკვე რონალდინიოს გუნდი იყო, მაგრამ "ატლეტიკოს" ვერც ეს ფაქტორი დაეხმარა და ვერც ის, "ფლამენგო" 43-ე წუთიდან, ველინგტონ სილვას გაძევების გამო, მოედანზე 10 კაცით
რომ იყო.

ანგარიში სტუმრებმა 28-ე წუთზე გახსნეს. თავი "ფლას" ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო ბომბარდირმა, რენატო აბრეუმ გამოიჩინა. რენატოსთვის ეს გოლი, "ფლამენგოს" შემადგენლობაში, 37-ე იყო სერია ა-ში და ის ამ შედეგით "ფლას" ისტორიაში მესამე ადგილზე მყოფ, ლეგენდარულ რომარიოს წამოეწია. მათ წინ მხოლოდ ბებეტო (41 გოლი სერია ა-ში) და ზიკო (135 გოლი სერია ა-ში) არიან.

"ატლეტიკომ" ანგარიში მეორე ტაიმში ცვლილებაზე შემოსული ლეონარდოს მეშვეობით გაათანაბრა.

მიუხედავად იმისა, რომ სტუმრები კაცნაკლულნი იყვნენ, ხოლო მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რონალდინიომ და კომპანიამ მეტი გოლი ვეღარ გაიტანეს და წაგების ტოლფას ფრეს დასჯერდნენ.

ამ თამაშის შემდეგ სერია ა-ს დასრულებამდე 5 ტურია დარჩენილი, "ატლეტიკო" კი "ფლუმინენსეს" უკვე 8 ქულით ჩამორჩება. ძნელი წარმოსადგენია, აბელ ბრაგას გუნდმა ამხელა უპირატესობა გაფლანგოს.

ატლ. მინეირო-ფლამენგო 1:1
გოლები: 0:1 რენატო აბრეუ (28), 1:1 ლეონარდო (58).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 33 21 9 3 55-25 72
2. ატლ. მინეირო 33 18 10 5 55-29 64
3. გრემიო 33 17 9 7 47-28 60
4. სან პაულო 33 18 4 11 52-32 58
5. ინტერნასიონ. 33 13 12 8 44-32 51
6. ბოტაფოგო 33 14 8 11 51-41 50
7. ვასკო და გამა 33 14 8 11 39-37 50
8. კორინთიანსი 33 12 11 10 40-34 47
9. კრუზეირო 33 12 7 14 38-42 43
10. პონტე პრეტა 33 11 10 12 36-42 43
11. სანტოსი 33 10 13 10 39-40 43
12. კორიტიბა 33 12 6 15 46-51 42
13. ნაუტიკო 33 12 6 15 38-47 42
14. ფლამენგო 33 10 11 12 33-42 41
15. პორტუგეზა 33 9 13 11 35-35 40
16. ბაია 33 8 13 12 32-37 37
17. სპორტ რესიფე 33 8 9 16 32-53 33
18. პალმეირასი 33 9 5 19 32-43 32
19. ფიგეირენსე 33 7 8 18 36-61 29
20. ატლ. გოიან. 33 5 8 20 31-60 23

ბომბარდირები
16 - ფრედი (ფლუმინენსე); 15 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო); 14 - ბრუნო მინეირო (პორტუგეზა); 12 - ალოიზიო (ფიგეირენსე), კიეზა (ნაუტიკო ); 11 - ბარკოსი (პალმეირასი), ვაგნერ ლავი (ფლამენგო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული