ადრიანომ "ფლამენგო" დატოვა

AutoSharing Option
ადრიანომ განაცხადა, რომ ის "ფლამენგოს" ტოვებს და ფეხბურთში დაბრუნებას 2013 წელს აპირებს.

30 წლის მოთამაშემ, რომელიც თავისი ბავშვობის კლუბს სექტემბერში შეუერთდა, კონდიციების აღდგენა ვერაფრით შეძლო. ფეხბურთელი "ფლადან" ისე მიდის, რომ ამ კლუბში ერთი მატჩიც არ უთამაშია.

"ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ბევრი ვისაუბრე და გადავწყვიტე, რომ უკეთესი იქნება, თუ კლუბიდან წავალ და ფეხბურთში მომავალ წელს დავბრუნდები" - განაცხადა ადრიანომ.

ბოლო პერიოდში ფეხბურთელმა რამოდენიმე ვარჯიში გააცდინა, რის გამოც კლუბის ხელმძღვანელობა მასთან სერიოზულად დალაპარაკებას აპირებდა, მაგრამ ადრიანომ მოვლენებს დაასწრო.

ისევ მას მოვუსმინოთ: "ეს
გადაწყვეტილება მხოლოდ ჩემ სასიკეთოდ არ მიმიღია, "ფლამენგოსთვისაც" ასე უკეთესი იქნება.

მართალია, უკვე ბოლომდე გამოვჯანმრთელდი, მაგრამ უკანასკნელ ტურებში გუნდს მაინც ვერ დავეხმარებოდი. ამიტომ სჯობს, ფეხბურთელები სეზონის გადამწყვეტი ეტაპისთვის მშვიდად მოემზადონ, მე კი ინდივიდუალურად მომზადებას გავაგრძელებ და 2013-ში დავბრუნდები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული