ბრაზილია. სერია A. XXXV ტური: "ფლუმინენსე" ჩემპიონია

AutoSharing Option
ბრაზილიის 2012 წლის ჩემპიონი, როგორც მოსალოდნელი იყო, "ფლუმინენსე" გახდა. აბელ ბრაგას გუნდმა ტიტული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა.

35-ე ტურში "ფლუ" გავარდნის პირას მყოფ "პალმეირასს" ეწვია და ამ გუნდისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი 3 ქულა სახლში წაიღო, რაც ჩემპიონობისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რადგან "ფლუს" კონკურენტმა, "ატლეტიკო მინეირომ" სტუმრად "ვასკო და გამასთან" ერთბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და მხოლოდ ფრეს დასჯერდა.

"ატლეტიკო" რონალდინიომ დააწინაურა, თუმცა მე-40 წუთზე სტუმრებს სერჟინიო გაუძევეს, ამით "ვასკომ" კარგად ისარგებლა და ალეკსანდრომ, რომელიც "ატლეტიკოში" მოთამაშე რიჩარლისონის ძმაა, ანგარიში გაათანაბრა და
საკუთარ ძმას ჩემპიონის ტიტულის მოპოვების შანსი წაართვა.

თუმცა მიუხედავად ამისა, ოქროს მედალი მაინც ოჯახში დარჩა, რადგან "ფლუმინენსეს" ერთ-ერთი ლიდერი, პორტუგალიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დეკუ, ალეკსანდროს და რიჩარლისონის დის ქმარი გახლავთ.

"ფლუმინენსეს" გამარჯვებაში უდიდესი წვლილი კვლავ ფრედმა შეიტანა, რომელმაც ორი გოლი გაიტანა და მაურისიო რამოსსაც საკუთარ კარში გაატანინა, რადგან სწორედ მის ჩაწოდებულ ბურთს დაუხვედრა რამოსმა ფეხი ცუდად. "პალმეირასს" გაუმართლა და მისი კონკურენტებიდან ვერავინ მოიგო, თორემ უკვე სერია B-ს ბინადარი იქნებოდა.

უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო "გრემიომ", რომელმაც კონკურენტი "სან პაულო" დაამარცხა და მეორე ადგილზე გადავიდა. სტუმრები როჟერიო სენიმ დააწინაურა, რომლისთვისაც ეს ამ სეზონში მეორე გოლი იყო, სულ კი "სან პაულოს" ლეგენდარული გოლკიპერის ანგარიშზე 51 გოლია სერია ა-ში, ხოლო სულ კარიერაში უკვე 106 გოლი აქვს გატანილი (57 ჯარიმიდან, 49 პენალტით).

ამ ტურში კიდევ ერთმა მეკარემ გამოიჩინა თავი - ბოლო ადგილზე მყოფი "ატლეტიკო გოიანიენსეს" კაპიტანმა, მარსიომ საკუთარ გუნდს 89-ე წუთზე პენალტით მოაგებინა. მარსიოს ანგარიშზე ამ სეზონში 4 გოლია და ის საკუთარი გუნდის საუკეთესო ბომბარიდირია!

"ფლამენგომ" სტუმრად "ნაუტიკო" დაამარცხა და სერია ა-ში დარჩენა გაინაღდა. გოლი სტუმართა მხრიდან რენატო აბრეუმ გაიტანა და სერია ა-ში გატანილი 38 გოლით "ფლას" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირებში ერთპიროვნულ მესამე ადგილზე გადავიდა, ჩამოიტოვა რა ლეგანდარული რომარიო. რენატოს წინ მხოლოდ ბებეტო (41 გოლი) და ზიკო (135 გოლი) არიან.

ამ ტურის შემდეგ, მეორე გავარნდილი გუნდის ვინაობაც შევიტყვეთ: "ფიგეირენსემ" ავი ძაღლის პრინციპით იმოქმედა და "სპორტ რესიფეს" უმნიშვნელოვანესი ქულები წაართვა, თვითონ კი ერთი ქულა აიღო, რომელიც არაფერში გამოადგა. ასე რომ, შარშანდელი სეზონის მთავარი სენსაცია მომავალ წელს სერია B-ში ითამაშებს.

ორი სიტყვა სერია B-ზეც ვთქვათ - იქ ჩემპიონატის დასრულებამდე 2 ტური დარჩა და ერთი საგზურის მფლობელის ვინაობა უკვე გაირკვა.

"გოიასი" მომავალ სეზონში სერია A-ში ითამაშებს, დარჩენილი 3 საგზურისთვის კი 4 გუნდი იბრძვის: "კრისიუმა" (71 ქულა), "ატლეტიკო პარანაენსე" (69 ქულა), "ვიტორია" (69 ქულა) და "სან კაეტანო" (67).

ბრაზილია. სერია A. XXXV ტური
ბოტაფოგო-პორტუგეზა 3:0
გოლები: 1:0 ბრუნო მენდეში (12), 2:0 ფელიპე გაბრიელი (67), 3:0 ვიტორ ჟუნიორი (90).

ატლ. გოიანიენსე-სანტოსი 2:1
გოლები: 0:1 ბრუნო როდრიგო (45), 1:1 დიოგო კამპოსი (85), 2:1 მარსიო (89-პენ).

კორინთიანსი-კორიტიბა 5:1
გოლები: 1:0 ჩიკაო (6-პენ), 2:0 ფაბიო სანტოსი (19), 3:0 პაულინიო (20), 3:1 დეივიდი (32), 4:1 გერერო (65), 5:1 პაულინიო (69).

ვასკო-ატლ. მინეირო 1:1
გოლები: 0:1 რონალდინიო (27-პენ), 1:1 ალეკსანდრო (56).

პალმეირასი-ფლუმინენსე 2:3
გოლები: 0:1 ფრედი (45), 0:2 მაურისიო რამოსი (54-საკ. კარში), 1:2 ბარკოსი (62), 2:2 პატრიკ ვიეირა (65), 2:3 ფრედი (88).

გრემიო-სან პაულო 2:1
გოლები: 0:1 როჟერიო სენი (44-პენ), 1:1 ანდრე ლიმა (61), 2:1 მორენო (85).

კრუზეირო-ბაია 3:1
გოლები: 0:1 ფაელი (28), 1:1 მარტინუჩიო (54), 2:1 მარტინუჩიო (68), 3:1 ვილიან მაგრაო (90).

პონტე პრეტა-ინტერნას. 1:0
გოლი: 1:0 როჟერი (26).

ფიგეირენსე-სპორტი 1:1
გოლები: 0:1 ჟილბერტო (24), 1:1 ჟულიო სეზარი (63).

ნაუტიკო-ფლამენგო 0:1
გოლი: 0:1 რენატო აბრეუ (82-პენ).

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 35 22 10 3 59-28 76
2. გრემიო 35 19 9 7 50-29 66
3. ატლ. მინეირო MG 35 18 11 6 56-31 65
4. სან პაულო 35 18 5 12 54-35 59
5. ბოტაფოგო 35 15 9 11 56-43 54
6. კორინთიანსი 35 14 11 10 47-35 53
7. ვასკო და გამა 35 14 9 12 40-41 51
8. ინტერნასიონალი 35 13 12 10 44-36 51
9. ფლამენგო 35 12 11 12 35-42 47
10. კრუზეირო 35 13 7 15 41-47 46
11. პონტე პრეტა 35 12 10 13 37-43 46
12. სანტოსი 35 11 13 11 44-42 46
13. ნაუტიკო 35 13 6 16 41-48 45
14. კორიტიბა 35 13 6 16 48-56 45
15. პორტუგეზა 35 9 13 13 35-39 40
16. ბაია 35 9 13 13 34-40 40
17. სპორტ რესიფე 35 9 10 16 36-54 37
18. პალმეირასი 35 9 6 20 36-48 33
19. ფიგეირენსე 35 7 9 19 37-63 30
20. ატლ. გოიანიენ. 35 6 8 21 33-63 26

ბომბარდირები:
19 - ფრედი (ფლუმინენსე); 16 - ლუიშ ფაბიანო (სან პაულო); 14 - ბარკოსი (პალმეირასი), ბრუნო მინეირო (პორტუგეზა); 13 - კიეზა (ნაუტიკო); 12 - ნეიმარი (სანტოსი), ალოიზიო (ფიგეირენსე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული