ბუნდესლიგაში გატანილი სუპერგოლის ავტორი ლეიკემიით გარდაიცვალა [VIDEO]

AutoSharing Option
ვიდეო
ბრაზილიელი ექს-ფეხბურთელი ალექს ალვეში, რომელიც ფეხბურთის მოყვარულებს ბერლინის "ჰერტადან" გეხსომებათ, 37 წლის ასაკში ლეიკემიით გარდაიცვალა.

ალვეშს ბრწყინვალე კარიერა არ ჰქონია, მაგრამ საკმაოდ ცნობილი თავდამსხმელი იყო, 2000 წელს კი "ჰერტას" ფორმით მოედნის ცენტრიდან დაუვიწყარი გოლი გაიტანა, რომელიც მაშინ გერმანიაში წლის საუკეთესო გოლად აღიარეს (იხილეთ ვიდეო).

ალექს ალვეში 14 ნოემბერს ბრაზილიის პატარა ქალაქ ჟაუს ონკოლოგიურ კლინიკაში გარდაიცვალა. ლეიკემიის დიაგნოზი მას ოთხი წლის წინ დაუსვეს და ალვეში მას მერე მკურნალობდა.

2000-დან 2003 წლამდე ბრაზილიელმა "ჰერტაში" თამაშით გაითქვა სახელი. ბუნდესლიგის 81 მატჩში მან 25
გოლის გატანა შეძლო; ის იშვიათი სილამაზის გოლი კი, რომელიც ზემოთ გავიხსენეთ, 2000 წლის სექტემბერში "კიოლნს" (4:2 "ჰერტას" სასარგებლოდ) გაუტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული