შეგახსენებთ, რომ ეს არის ყოველწლიური ტურნირი, რომელშიც ერთმანეთს არგენტინის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებები უპირისპირდებიან და გამარჯვებულს ორმატჩიან დუელში არკვევენ.
ტურნირს საფუძველი შარშან ჩაუყარეს და ის ბრაზილიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა, როდესაც არგენტინაში ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ, საკუთარ მოედანზე "ალბისელესტეს" 2:0 მოუგო.
წლევანდელი თასის პირველი მატჩი ბრაზილიაში, 20 სექტემბერს გაიმართა და მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
საპასუხო შეხვედრა ჯერ კიდევ ოქტომბერში, ქალაქ რესისტენსიაში უნდა გამართულიყო, მაგრამ არგენტინელებმა საორგანიზაციო საკითხებს (სტადიონზე განათების სისტემა არ
შეხვედრა საკმაოდ მოსაწყენი გამოდგა და გუნდებმა მხოლოდ ბოლო 10 წუთში გამოიღვიძეს. პირველ ტაიმში ერთადერთი რეალური მომენტი სტუმრებს ჰქონდათ, მაგრამ ნეიმარმა აგუსტინ ორიონს ვერ აჯობა.
"ალბისელესტეს" რიგებში ყველაზე პასიური ერნან ბარკოსი იყო, რომელმაც 69 წუთი, პრაქტიკულად, უბურთოდ ირბინა და ალეხანდრო საბელიამ მოედანზე მის მაგივრად, არგენტინის პირველობის საუკეთესო ბომბარდირი იგნასიო სკოკო გამოიყვანა, რომელსაც ეროვნულ გუნდში დებიუტი ჰქონდა.
ამ მატჩში გოლები საკუთარი ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირებმა გაიტანეს. ანგარიში 82-ე წუთზე გაიხსნა - მასპინძელთა რიგებში ყველაზე მონდომებულმა, "კორინთიანსის" ფორვარდმა, ხუან მანუელ მარტინესმა საკუთარ გუნდს პენალტი მოუპოვა. არგენტინელი ჟეანმა წააქცია, მაგრამ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ წესების დარღვევას ადგილი საჯარიმოს გარეთ ჰქონდა და 11-მეტრიანი არ უნდა დანიშნულიყო. პენალტი ზუსტად სკოკომ შეასრულა და სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა.
მასპინძლებს ზეიმი დასრულებული არ ჰქონდათ, როდესაც ტაბლოზე უკვე 1:1 ენთო. ჟეანმა საკუთარი შეცდომა გამოასწორა და ფრედს საგოლე პასი გაუკეთა.
შეხვედრის დასრულებამდე სულ რაღაც 6 წუთი რჩებოდა და მასპინლები გოლის გამტან გუნდს ნამდვილად არ ჰგავდნენ.
ანგარიშის გათანაბრების შემდეგ უპირატესობას ბრაზილია ფლობდა, მაგრამ ერთ-ერთი შეტევის დროს სტუმრებმა ბურთი დაკარგეს, რასაც არგენტინელთა მომენტალური კონტრშეტევა მოჰყვა. შესანიშნავი კომბინაცია ვალტერ მონტილიოს საოცარი გადაცემით და სკოკოს მეორე გოლით დასრულდა.
საბოლოოდ მატჩი ასეც დასრულდა და იმის გამო, რომ რეგლამენტით დამატებითი დრო გათვალისწინებული არ იყო, გუნდებმა პირდაპირ 11-მეტრიანები შეასრულეს, სადაც უფრო კარგად სტუმრები გაისარჯნენ. არგენტინელთა მხრიდან პენალტი 90 წუთის განმავლობაში ყველაზე გამორჩეულებმა, ხუან მარტინესმა და ვალტერ მონტილიომ ვერ გაიტანეს.
გადამწყვეტი გოლი კი, მთელი შეხვედრის განმავლობაში ჩრდილში მყოფმა ნეიმარმა გამოიყენა და "სელესაოს" ტიტული შეუნარჩუნა.
მიუხედავად მარცხისა, ალეხანდრო საბელია მაინც კმაყოფილი იყო: "ფეხბურთელებმა ბევრი იშრომეს და მხოლოდ ქებას იმსახურებენ. ტიტულის მოგებასთან ახლოს ვიყავით და მხოლოდ პენალტებში დავმარცხდით, თამაშით კი მეტოქეს ვაჯობეთ და ამის გამო ძალიან კმაყოფილი ვარ".
"ჩვენ ძალიან ჭკვიანურად ვითამაშეთ და ძლიერი მეტოქე დავამარცხეთ. ძალიან სამწუხაროა, რომ საბოლოოდ დავმარცხდით, მაგრამ რას ვიზამთ, უბრალოდ, არ გაგვიმართლა" - განაცხადა იგნასიო სკოკომ.
არგენტინა-ბრაზილია 2:1 პენ. 3-4
(პირველი მატჩი 1:2)
არგენტინა (3-4-2-1): ორიონი - სება დომინგესი, დესაბატო, ლისანდრო ლოპესი - პერუცი, სერო (ო. აჰუმადა 88), გინიასუ, ვანხიონი - მონტილიო, ხ. მარტინესი - ბარკოსი (სკოკო 69).
ბრაზილია (4-3-1-2): დიეგო კავალიერი - ლუკას მარკესი (ბერნარდი 74), რევერი, დურვალი, ფაბიო სანტოსი (კარლინიოსი 63) - არუკა (ჟეანი 69), პაულინიო, რალფი - ტიაგო ნევეში - ნეიმარი, ფრედი.
გოლები: 1:0 სკოკო (82-პენ), 1:1 ფრედი (84), 2:1 სკოკო (90).
გაფრთხილება: გინიასუ - რევერი, ფრედი.
პენალტები: 0:0 ხ. მარტინესი (მეკარე), 0:1 პაულინიო, 0:1 მონტილიო (ააცილა), 0:2 ტიაგო ნევეში, 1:2 სება დომინგესი, 1:2 კარლინიოსი (მეკარე), 2:2 სკოკო, 2:3 ფრედი, 3:3 ორიონი, 3:4 ნეიმარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"