ლუკას მოურა პარი სენ ჟერმენისთვის ემზადება

AutoSharing Option
"სან პაულოს" ფორვარდი ლუკას მოურა, რომელიც იანვრიდან "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდება, დარწმუნებულია, რომ მისი ახალი გუნდი საფრანგეთის ჩემპიონი გახდება და მალე ევროპული ფეხბურთის გრანდად ჩამოყალიბდება.

20 წლის ფეხბურთელის შეძენა ბევრ ევროპულ გრანდს სურდა, მაგრამ ყველას პარიზულმა გუნდმა აჯობა და ბრაზილიელში დაახლოებით 45 მილიონი ევრო გადაიხადა.

კარლო ანჩელოტის გუნდი ლიგა 1-ში მესამე პოზიციაზეა და ლიდერ "ლიონს" ორი ქულით ჩამორჩება, თუმცა მოურა დარწმუნებულია, რომ სეზონის ბოლოს ჩემპიონის ტიტულს მისი ახალი გუნდი დაეუფლება:

"საჩემპიონო გუნდს ერთ დღე-ღამეში ვერ ააშენებ, ამას გარკვეული დრო სჭირდება.
პსჟ-ს ძალიან ბევრი მსოფლიო დონის მოთამაშე ჰყავს და მეც ვეცდები, რომ გუნდს დახმარება გავუწიო".

ლუკასმა ასევე ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც პარიზში გადასვლას დათანხმდა: "პსჟ-ს წინადადებაზე თანხმობა განვაცხადე, რადგან გრანდში თამაში მსურდა. გარდა ამისა, ამ გუნდში ბევრი ბრაზილიელი თამაშობს და ჩემს
არჩევანზე ამ ფაქტორმაც იმოქმედა.

ასევე, მათ წლის ბოლომდე "სან პაულოში" დარჩენის საშუალება მომცეს. მე კი ამ გუნდიდან ტიტულის და ლიბერტადორესის თასის საგზურის გარეშე წასვლა არ მინდოდა".


"სან პაულო" ბრაზილიის ჩემპიონატში, რომლის დამთავრებამდეც ორი ტური დარჩა, მეოთხე ადგილზეა და ლიბერტადორესის თასის საგზური გარანტირებული აქვს. გარდა ამისა, მოურას გუნდი კოპა სუდამერიკანას 1/2-ფინალშია, სადაც დღეს დილით, პირველ შეხვედრაში "უნივერსიდად კათოლიკას" დაუპირისპირდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული