ხოსეპ გვარდიოლა შესაძლოა ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდეს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ყოფილი მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა შესაძლოა ბრაზილიის ნაკრების თავკაცი გახდეს. ამის შესახებ ცნობას Lance ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, ესპანელმა სპეციალისტმა გამოცემის რედაქტორთან ვალტერ დე მატოს ჟუნიორთან საუბარში ბრაზილიის ნაკრების გაწვრთნის სურვილი გამოთქვა და განაცხადა, რომ მზადა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის შეთავაზება განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ 24 ნოემბერს მანო მენეზი ბრაზილიის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს.

აქვე გეტყვით, რომ გვარდიოლამ ლონდონის "ჩელსის" თავკაცობაზე უარი თქვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული