ზიკო ერაყიდან წავიდა

AutoSharing Option
ერაყის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა ზიკომ, საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა, რომ ამ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას წყვეტს და ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მიდის.

ასეთი გადაწყვეტილების მიზეზი, ფედერაციის მხრიდან, კონტრაქტით გათვალისწინებული მოვალეობების შეუსრულებლობა გახდა. "სელესაოს" ყოფილმა კაპიტანმა აზიური ქვეყნის მთავარი მწვრთნელის პოსტზე წელიწადზე ოდნავ მეტი გაატარა.

59 წლის ზიკომ "ტვიტერზე" დაწერა: "მსურს გაცნობოთ, რომ ფიფას და ერაყის ფეხბურთის ფედერაციას წერილობით მივმართე და ჩემი კონტრაქტის გაუქმება მოვითხოვე, რადგან მეორე მხარე (ფედერაცია) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოვალეობებს არ ასრულებდა".

მოგვიანებით ბრაზილიელმა დაამატა: "დეტალებზე უახლოეს მომავალში
მოგახსენებთ".

ერაყის ფეხბურთის ფედერაციამ მომხდარ ფაქტზე კომენტარი არ გააკეთა და დროებითი მწვრთნელის ძებნა დაიწყო.

ერაყის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საკუთარ ჯგუფში მესამე ადგილზეა და ხუთი ტურის შემდეგ 5 ქულა აქვს. ამდენივე ქულით მეორე ადგილს ავსტრალია იკავებს, ხოლო ლიდერ იაპონიას კი 13 ქულა აქვს მოგროვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული