ჟილბერტო სილვა რონალდინიოს თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
ლონდონის "არსენალის" ყოფილი ნახევარმცველი ჟილბერტო სილვა, რომელიც ბოლოს "გრემიოში" თამაშობდა, იანვრიდან რონალდინიოს თანაგუნდელი გახდება და "ატლეტიკო მინეიროში" ჩაირიცხება. 36 წლის ვეტერანი ყოფილ გუნდში ბრუნდება, სადაც 2000/02 წლებში ასპარეზობდა და სწორედ აქედან წავიდა "არსენალში".

"იმედი მაქვს, "ატლეტიკოს" დავეხმარები. ჩემი გამოცდილების წყალობით, თანაგუნდელებისთვის სასარგებლო არა მხოლოდ მოედანზე, არამედ მოედანს მიღმაც უნდა ვიყო" – განაცხადა ჟილბერტომ.

ბრაზილიის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი "ატლეტიკოს" პირველი შენაძენია. გუნდის მთავარი მწვრთნელი კუკა კიდევ რამოდენიმე ტრანსფერს გეგმავს, რადგან მინას ჟერაესის შტატის წარმომადგენლებს საკმაოდ დატვირთული პერიოდი ელით – "ატლეტიკო" შტატის
პირველობის და ბრაზილიის ჩემპიონატის გარდა ხომ ლიბერტადორესის თასზეც ითამაშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული