ესპანეთის თასის მატჩში "კორდობასთან" (2:0) მესიმ მეტოქის კარში 2012 წელს თავისი 87-ე და 88-ე გოლები გაიტანა. არგენტინელმა მანამდე გააუმჯობესა რეკორდი, რომელიც გერმანელ გერდ მიულერს ეკუთვნოდა.
შეგახსენებთ, მიულერმა 1972 წელს 85 გოლი მიითვალა.
ბრაზილიურ კლუბში ამტკიცებენ, რომ 1979 წელს მაშინდელი "ფლამენგოს" ფეხბურთელმა ზიკომ, რომელიც ამავდროულად, ბრაზილიის ნაკრების კაპიტანიც იყო, 89-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი.
"ჩვენ იმედგაცრუებულნი ვართ. მესის ხომ ჯერ არ
მისივე თქმით, ზიკომ 81 გოლი კლუბის მაისურით გაიტანა, 7 - ნაკრებში, კიდევ ერთი კი - მსოფლიოს ნაკრებთან ერთად ამხანაგურ მატჩში.
ლუცენა იმასაც ირწმუნება, ზიკო იმ წელს ასზე მეტ გოლსაც გაიტანდა, რომ არა ტრავმის გამო გაცდენილი ორი თვეო.
შეგახსენებთ, რომ მესის რეკორდი ეჭვქვეშ მანამდე აფრიკაში დააყენეს. ზამბიის ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, არგენტინელზე უკეთესი შედეგი თავის დროზე გოდფრი ჩიტალუს ჰქონდა - 1972 წელს მას 107 გატანილ გოლს მიაწერენ.
საინტერესოა, რომ მთელი 40 წლის მანძილზე, რა პერიოდშიც რეკორდი გერდ მიულერს ეკუთვნოდა, ის არავის გაუპროტესტებია.
ასევე იხილეთ:
ლიონელ მესის რეკორდი ყალბია?! მსოფლიო გოდფრი ჩიტალუს არ იცნობს!
კაცი, რომელმაც მსოფლიოს რეკორდი დაამყარა
ლიონელ მესის 2012 წელს გატანილი 86 გოლი! [VIDEO]