კოლუმბიაში გულშემატკივართა შეტაკებისას სამი ადამიანი გარდაიცვალა

AutoSharing Option
მედელინის "მილიონარიოსი" ქვეყნის ჩემპიონი 24-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა და მე-14 ტიტულის მოგებით, კოლუმბიის ყველაზე ტიტულოვანი გუნდის სტატუსი დაიბრუნა.

დედაქალაქში ისტორიული მიღწევის აღნიშვნისას, ქომაგებს შორის ძალადობამ იფეთქა, რაც საბოლოოდ ტრაგედიაში გადაიზარდა.

პრესის ცნობით, არეულობის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, პოლიციამ კი 1 200-მდე გულშემატკივარი დააკავა, რომელთაც საერთო ჯამში დაახლოებით 700 დანა ჩამოართვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული