ურუგვაული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე დიდი ხნის განმავლობაში ავადმყოფობდა, 2 იანვარს კი სასუნთქი სისტემის და თირკმლის პრობლემების გამო მაზურკევიჩის მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ლადისლაო მაზურკევიჩი ურუგვაის ნაკრების ღირსებას 9 წლის განმავლობაში იცავდა (1965-1974) და ამ პერიოდში ნაკრებში 36 თამაში ჩაატარა.
1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 1/2-ფინალში, ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრაში, რომელიც ურუგვაიმ 1:3 წააგო, მაზურკევიჩი მუნდიალების ისტორიაში ერთ-ერთი ლეგენდარული ეპიზოდის მონაწილე გახდა, როდესაც
ეს ეპიზოდი დღემდე ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.
მეკარე დიდი ხნის განმავლობაში "ნასიონალის" ღირსებას იცავდა, რომელთან ერთადაც უგურვაის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა. გარდა ამისა, ლიბერტადორესის თასი და საკონტინეტთაშორისო თასი მოიგო, როდესაც ურუგვაელებმა მადრიდის "რეალი" ორი მატჩის ჯამში გაანადგურეს და 4:0 მოუგეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"