20 წლის ფორვარდმა პრესტიჟული ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო და ლეგენდარული ფეხბურთელების სიაში ჩაეწერა. "ელ პაისის" პრიზი ორჯერ ან მეტჯერ სულ რამდენიმე ფეხბურთელს აქვს მოგებული.
ესენი არიან: ჩილეს ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ელიას ფიგეროა (1974, 1975 და 1976), ზიკო (1977, 1981, 1982), კარლოს ტევესი (2003, 2004, 2005), დიეგო მარადონა (1979, 1980), ენცო ფრანჩესკოლი (1984, 1995), კარლოს ვალდერამა (1987, 1993) და ხუან სებასტიან ვერონი (2008, 2009).
წლევანდელ გამოკითხვაში ნეიმარმა იმაზე გაცილებით დიდი უპირატესობით მოიგო,
სულ ჟურნალისტებმა 9 ფეხბურთელი დაასახელეს და მათ შორის ქულები ასე განაწილდა:
1. ნეიმარი (ბრაზილია, "სანტოსი") - 199
2. პაოლო გერერო (პერუ, "კორინთიანსი") - 50
3. ლუკას მოურა (ბრაზილია, "სან პაულო") - 21
4. რონალდინიო (ბრაზილია, "ატლეტიკო მინეირო") - 12
5. ფრედი (ბრაზილია, "ფლუმინენსე") - 6
6. ხუან რომან რიკელმე (არგენტინა, "ბოკა ხუნიორსი") - 5
7. ემერსონ შეიკი (ბრაზილია, "კორინთიანსი") - 2
8. ანდრეს დალესანდრო (არგენტინა, "ინტერნასიონალი") - 1
8. ტეო გუტიერესი (კოლუმბია, "ატლეტიკო ხუნიორი") - 1
აღსანიშნავია, რომ ნეიმარმა შარშან "მხოლოდ" 130 ქულა მიიღო.
საინტერესოა სიაში ხუან რომან რიკელმეს გამოჩენა, რომელსაც ფეხბურთი ივნისის შემდეგ აღარ უთამაშია.
9 ფეხბურთელიდან 7 ბრაზილიის ჩემპიონატში თამაშობდა, არგენტინის პირველობას კი მხოლოდ რიკელმე და ტეოფილო გუტიერესი წარმოადგენდნენ, რომელიც წლის პირველ ნახევარში "რასინგის" ღირსებას იცავდა, შემდეგ კი ცოტა ხნით "ლანუსშიც" იყო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუიშ ფელიპე სკოლარი: ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარი ჩემს გუნდშია