პატო: "მილანს" არადროს დავივიწყებ

AutoSharing Option
როგორც მოსალოდნელი იყო, ალეშანდრე პატო "კორინთიანსში" გადავიდა.

23 წლის ფეხბურთელმა, რომელშიც ბრაზილიურმა კლუბმა 15 მილიონი ევრო გადაიხადა, "კორინთიანსთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 7-ნომრიანი მაისური მიიღო.

"მილანის" ფეხბურთელებთან" გამომშვიდობების შემდეგ, პატომ გულშემატკივრებისთვისაც მოიცალა და "როსონერის" ოფიციალურ საიტზე, გამოსამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა:

"ბრაზილიაში სათამაშო პრაქტიკის მიღების გამო მივდივარ, "მილანს" კი არასდროს დავივიწყებ. მინდა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ამ პერიოდში ვიმუშავე, პრეზიდენტიდან დაწყებული და ფეხბურთელებით
დამთავრებული, მადლობა გადავუხადო, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც გულშემატკივრის მადლიერი ვარ, რომელიც ყოველთვის მხარში მედგა.


"მილანში" დაუვიწყარი წლები გავატარე და ამ გუნდს, მის ლოგოს, ფერებს და ქომაგებს, ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ექნება ჩემ გულში," – წერია პატოს წერილში.

შეგახსენებთ, რომ პატო "მილანში" 2007 წელს, "ინტერნასიონალიდან" 22 მილიონი ევროს საფასურად გადავიდა.

სულ პატომ "როსონერის" რიგებში, სერია ა-ს ეგიდით 117 მატჩი ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა. წინა სეზონში ბრაზილიელმა სულ 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი ერთადერთხელ გამოიჩინა, წელს კი მოედანზე მხოლოდ 4-ჯერ გავიდა და გოლის გატანა ვერ შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პატო "მილანს" დაემშვიდობა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული