"პალმეირასმა" ხუან რიკელმეს კონტრაქტი შესთავაზა

AutoSharing Option
ბრაზილიურ სერია B-ში გავარდნილმა "პალმეირასმა” არგენტინელ ხუან რომან რიკელმეს 3-წლიანი კონტრაქტი შესთავაზა.

34 წლის არგენტინელმა წინა კვირას "ბოკა ხუნიორსის” დატოვების სურვილი გამოთქვა, სან პაულოს წარმომადგენელი კი არგენტინელი პლეიმეიკერის შეძენით დიდი ხანია, დაინტერესებულია.

"მარკეტინგის დეპარტამენტი ერთ-ერთ ბიზნესმენთან მოლაპარაკებას აწარმოებს. ჩვენ იმ თანხის მიღება გვსურს, რომლითაც რიკელმეს ხელფასს გადავუხდით,” – განაცხადა "ლანსნეტთან” საუბრისას "პალმეირასის” მარკეტინგის განყოფილების უფროსმა როდრიგო ჯეამალმა.

ფეხბურთელების ანაზღაურების დაფინანსება მესამე პირის მიერ ბრაზილიაში საკმაოდ აპრობირებული მეთოდია. მაგალითად, "სან პაულომ”, ლუსიოსთან კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, ხელშეკრულება ავტომობილების დილერ კომპანიასთან და "Visa”-სთან
დადო – სწორედ ეს კომპანიები გადაუხდიან ლუსიოს ხელფასს.

ხუან რომან რიკელმეს შეძენით, "პალმეირასის” გარდა, კიდევ რამდენიმე ბრაზილიური გუნდია დაინტერესებული. მათ შორის ერთ-ერთი "ფლუმინენსე” გახლავთ, რომლის ლიდერმა, დეკუმ მის გუნდში არგენტინელის შესაძლო მისვლაზე კომენტარი გააკეთა:

"ნამდვილად არ ვიცი საქმის დეტალები და რა სტადიაშია მოლაპარაკებების პროცესი, მაგრამ თუ რიკელმე ჩვენთან გადმოვა, ყველას ძალიან გაგვიხარდება, რადგან ის უმაღლესი დონის და უდიდესი გამოცდილების ფეხბურთელია”.

პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ლიბერტადორესის თასის შესახებაც ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ "ფლუმინენსე” ჯგუფში ჩილეს "უაჩიპატოსთან”, ვენესუელის "კარაკასთან” და "გრემიო”-"ლდუ კიტოს” გამარჯვებულთან მოხვდა.

"ლიბერტადორესის თასზე გამარჯვება ჩემი ოცნება გახლავთ. ეს ტურნირი არასდროს მომიგია და იმედი მაქვს, კარიერის ბოლოს ამ თასის აწევას შევძლებ, თუმცა ფეხბურთში წინასწარ ვერაფერს გათვლი და რამდენიც არ უნდა ივარჯიშო და როგორ კარგადაც არ უნდა ითამაშო, წაგების შანსი ყოველთვის არსებობს. ლიბერტადორესზე ბევრი ძლიერი გუნდია და მათაც ზუსტად ისევე სურთ გამარჯვება, როგორც ჩვენ” – განაცხადა 35 წლის ფეხბურთელმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რიკელმეც ჩინეთში, დიდიე დროგბასთან?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული