შეგახსენებთ, რომ პირველ ჯგუფში მეოთხე ადგილი არგენტინამ დაიკავა და ტურნირს გამოეთიშა.
მეორე ჯგუფში კი ბოლო ადგილზე ბრაზილიის ნაკრები გავიდა და ბოლო 3 კოპა ამერიკის გამარჯვებული სახლში გაემგზავრა. გარდა ამისა, “სელესაოს” ზაფხულში, ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ტიტულის დაცვის საშუალება არ მიეცემა.
შეგახსენებთ, რომ 2011 წლის ახალგაზრდული მუნდიალი სწორედ ბრაზილიამ მოიგო, წელს კი ეს ტურნირი მოქმედი ჩემპიონის გარეშე ჩაივლის.
ბოლო ტურში ბრაზილიამ პერუსთან წააგო, არადა, მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ბრაზილიელებს შედეგიანი ფრეც ჰყოფნიდათ. იორდი
მეორე ადგილზე ურუგვაი გავიდა, რომელმაც ვენესუელას ვერ მოუგო, მაგრამ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ქულაც ეყო. მორიგი გოლები გაიტანეს დიეგო როლანმა და ნიკოლას ლოპესმა - “”რომას” ფეხბურთელისთვის ეს უკვე მეოთხე გოლი იყო და ის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია.
ფინალურ ჯგუფურ ეტაპზე 6 გუნდი გავიდა: ჩილე, კოლუმბია, პარაგვაი, პერუ, ურუგვაი და ეკვადორი. ეს ექვსეული სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობისთვის და მსოფლიოს ჩემპიონატის 4 საგზურისთვის იბრძოლებს.
პირველ ტურში ერთმანეთს შეხვდებიან: ჩილე-პარაგვაი, პერუ-ურუგვაი და კოლუმბია-ეკვადორი. პირველი ორი წყვილი I ჯგუფურ ეტაპზე ერთად იყო და მათი მატჩებიც უხვგოლიანი და დაძაბული გამოდგა. ჩილემ პირველ ტურში პარაგვაის 3:2 მოუგო და გამარჯვების მომტანი გოლი ბოლო წამებზე გაიტანა, პერუ-ურუგვაის შეხვედრა კი 3:3 დასრულდა და ეს მატჩი, პირველ რიგში, ყველას პერუელთა მეკარის, ანხელო კამპოსის საოცარი “სეივის” გამო დაამახსოვრდა.
I ჯგუფური ეტაპი. V ტური.
ურუგვაი-ვენესუელა 2:2
გოლები: 0:1 ხ. მარტინესი (21), 1:1 როლანი (27-პენ), 1:2 ანიორი (48), 2:2 ნ. ლოპესი (60).
ბრაზილია-პერუ 0:2
გოლები: 0:1 რეინა (24), 0:2 ფლორესი (90).
თ მ ფ წ ბ ქ
1. პერუ 4 2 1 1 7-5 7
2. ურუგვაი 4 1 3 0 10-9 6
3. ეკვადორი 4 1 2 1 5-5 5
4. ვენესუელა 4 1 1 2 3-4 4
5. ბრაზილია 4 1 1 2 4-6 4
ბომბარდირები: 4 – ნ. ლოპესი (ურუგვაი); 3 – მ. ბორხა (კოლუმბია), ჯ. კორდობა (კოლუმბია), დერლის გონსალესი (პარაგვაი), როლანი (ურუგვაი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა კოპა ამერიკა: სასწაული არ მოხდა