ლუიშ ფელიპე სკოლარიმ რონალდინიო და ვეტერანები ბრაზილიის ნაკრებში დააბრუნა

AutoSharing Option
6 თებერვალს ბრაზილიის ნაკრები "უემბლიზე" ინგლისის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. "სელესაოს" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა – ლუიშ ფელიპე სკოლარიმ სანაკრებო შეკრებაზე 20 ფეხბურთელს უხმო.

"ფელიპაომ" ნაკრებში რონალდინიო, ჟულიო სეზარი და ლუიშ ფაბიანო დააბრუნა. სამაგიეროდ, ნაკრებში ვერ მოხვდა კაკა, რომელსაც "რეალიდან" წასვლა სურს.

ბრაზილიის ნაკრებში რამდენიმე ახალწვეულია: "ატლეტიკოს" მცველები მირანდა და ფილიპე ლუიში; ასევე, "ბაიერნის" მცველი დანტე "სელესაოში" პირველად გამოიძახეს.

სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარეები: ჟულიო სეზარი (ქუინ პარკ რეინჯერსი), დიეგო ალვეში (ვალენსია).

მცველები: დანიელ ალვეში (ბარსელონა), ადრიანო კორეია (ბარსელონა), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო),
დანტე (ბაიერნი), დავიდ ლუისი (ჩელსი), ლეანდრო კასტანი (რომა), მირანდა (ატლეტიკო).

ნახევარმცველები: არუკა (სანტოსი), პაულინიო (კორინთიანსი), ერნანესი (ლაციო), რონალდინიო (ატლეტიკო მინეირო), რამირესი (ჩელსი), ოსკარი (ჩელსი).

თავდამსხმელები: ჰალკი (ზენიტი), ფრედი (ფლუმინენსე), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ნეიმარი (სანტოსი), ლუკას მოურა (პარი სენ ჟერმენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლუიშ ფელიპე სკოლარი: ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარი ჩემს გუნდშია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული