"ფელიპაომ" ნაკრებში რონალდინიო, ჟულიო სეზარი და ლუიშ ფაბიანო დააბრუნა. სამაგიეროდ, ნაკრებში ვერ მოხვდა კაკა, რომელსაც "რეალიდან" წასვლა სურს.
ბრაზილიის ნაკრებში რამდენიმე ახალწვეულია: "ატლეტიკოს" მცველები მირანდა და ფილიპე ლუიში; ასევე, "ბაიერნის" მცველი დანტე "სელესაოში" პირველად გამოიძახეს.
სრული სია ასე გამოიყურება:
მეკარეები: ჟულიო სეზარი (ქუინ პარკ რეინჯერსი), დიეგო ალვეში (ვალენსია).
მცველები: დანიელ ალვეში (ბარსელონა), ადრიანო კორეია (ბარსელონა), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო),
ნახევარმცველები: არუკა (სანტოსი), პაულინიო (კორინთიანსი), ერნანესი (ლაციო), რონალდინიო (ატლეტიკო მინეირო), რამირესი (ჩელსი), ოსკარი (ჩელსი).
თავდამსხმელები: ჰალკი (ზენიტი), ფრედი (ფლუმინენსე), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), ნეიმარი (სანტოსი), ლუკას მოურა (პარი სენ ჟერმენი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლუიშ ფელიპე სკოლარი: ბედნიერი ვარ, რომ ნეიმარი ჩემს გუნდშია