უინტერესო საღამო ლიბერტადორესის თასზე

AutoSharing Option
შედარებით უინტერესო გამოდგა ლიბერტადორესის თასის დარჩენილი ორი საკვალიფიკაციო მატჩი და პრინციპში, ეს მოსალოდნელიც იყო.

ურუგვაულმა “დეფენსორმა” პარაგვაის “ოლიმპიას” უმასპინძლა და გოლის გატანა ვერ შეძლო, თუმცა არც საკუთარ კარში გაუშვა და საბოლოოდ მატჩი 0:0 დასრულდა.

ამ წყვილში ყველაფერი საპასუხო შეხვედრაში გადაწყდება, ისევე როგორც “დეპორტეს ტოლიმა”-“უნივერსიდად სესარ ვალიეხოს” დუელში.

კოლუმბიის წარმომადგენელმა პერუს კლუბს მინიმალური სხვაობით, 1:0 მოუგო. შეხვედრის ერთადერთი გოლი უცნაური გვარის მქონე პარაგვაელმა, როხერიო ლაიხტვაისმა გაიტანა, რომელიც “ტოლიმაში” “სერო პორტენიოდან” გადავიდა და ახალ კლუბში სადებიუტი შეხვედრას მართავდა.

საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩები
30-31 იანვარს და 1 თებერვალს გაიმართება. შეგახსენებთ სხვა წყვილებს და პირველ შეხვედრებში დაფიქსირებულ ანგარიშებს: “დეპორტივო ანსოტეგი” (ვენ) – “ტიგრე” (არგ) 1:2; “დეპორტეს იკიკე” (ჩილე) – “ლეონი” (მექ) 1:1; “გრემიო” (ბრა) – “ლდუ კიტო” (ეკვ) 0:1; “ბოლივარი” (ბოლ) – “სან პაულო” (ბრა) 0:5.

კოპა ლიბერტადორესი. საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩები.

დეფენსორი-ოლიმპია 0:0

დეპორტეს ტოლიმა-სესარ ვალიეხო 1:0
გოლი: 1:0 ლაიხტვაისი (58).
გაძევება: ბელალკასარი (60. დეპორტეს ტოლიმა).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მეკარე როჟერიო სენიმ კარიერაში 108-ე გოლი გაიტანა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული