ასე რომ, თუ პარაგვაელები დარჩენილ მატჩებს მოიგებენ, ახალგაზრდულ კოპა ამერიკაზე ისტორიაში მეორედ გაიმარჯვებენ (პარაგვაი ჩემპიონი 1971 წელს გახდა). საინტერესოა, რომ ფინალურ ჯგუფში სამი ისეთი გუნდია, რომელსაც 20-წლამდელთა კოპა არასდროს მოუგია (ჩილე, პერუ, ეკვადორი) და მათ ამის გაკეთების შანსი არც ახლა აქვთ.
პარაგვაიმ ამ ტურში ეკვადორს დიდი გაჭირვებით მოუგო.
ამ ტურის ცენტრალური მატჩი კი ჩილე-ურუგვაის დაპირისპირება იყო. დამარცხებული საჩემპიონო შანსებს უნდა გამომშვიდობებოდა, ფრე კი ხელს არც ერთს აძლევდა და არც მეორეს. საბოლოოდ უშეღავათო და დაძაბულ ბრძოლაში გამარჯება ურუგვაის დარჩა.
ნიკოლას ლოპესმა და დიეგო როლანმა ისევ ვერ გაიტანეს. სამაგიეროდ, თავი ცვლილებაზე გამოსულმა გუსტავო ბუენომ გამოიჩინა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.
იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩემპიონობის გარდა, გუნდები მუნდიალის 4 საგზურის მფლობელსაც არკვევენ. ასე რომ, მთელი ბრძოლა ჯერ კიდევ წინ არის და პერუ-ეკვადორის დუეტსაც საკმაოდ დიდი მოტივაცია აქვს შერჩენილი. მეოთხე ტურში ორი აუტსაიდერი ერთმანეთს ხვდება და დამარცხებული მუნდიალზე ოცნებას შეეშვება, გამარჯვებულს კი ზაფხულში თურქეთში გამგზავრების საკმაო კარგი შანსი გაუჩნდება.
როლანი ბორდოში გადადის
20-წლამდელთა კოპა ამერიკის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი, ურუგვაელი დიეგო როლანი "ბორდოში" გადადის. "დეფენსორ სპორტინგის" 19 წლის ფეხბურთელი, რომელმაც 38 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა, არგენტინაში მიმდინარე ახალგაზრდულ კოპა ამერიკაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და "ჟირონდელთა" დამრიგებელი ფრანსის ჟიო მოხიბლა.
როლანი ახალ კლუბს ტურნირის დასრულების შემდეგ შეუერთდება. იქამდე კი "ბორდოს" ჟუსიც დატოვებს. ჟუსიმდე კი "ბორდოდან" გუნდის საუკეთესო ბომბარდირი, იოან გუფრანი წავიდა, რომელიც "ნიუკასლში" გადავიდა.
20-წლამდელთა კოპა ამერიკა. ფინალური ჯგუფი. III ტური.
ჩილე-ურუგვაი 0:1
გოლი: 0:1 გ. ბუენო (63).
პერუ-კოლუმბია 0:1
გოლი: 0:1 კინტერო (18-პენ).
პარაგვაი-ეკვადორი 1:0
გოლი: 1:0 ვილიამაიორი (88).
გაძევება: ლეონი (84. ეკვადორი).
თ მ ფ წ ბ ქ
1. კოლუმბია 3 3 0 0 4-1 9
2. პარაგვაი 3 2 1 0 5-2 7
3. ურუგვაი 3 2 0 1 4-2 6
4. ჩილე 3 1 0 2 5-5 3
5. პერუ 3 0 1 2 2-5 1
6. ეკვადორი 3 0 1 2 2-5 1
ბომბარდირები: 5 – ნ. ლოპესი (ურუგვაი); 4 – როლანი (ურუგვაი), დერლის გონსალესი (პარაგვაი), ნ. კასტილიო (ჩილე), ჯ. კორდობა (კოლუმბია), კინტერო (კოლუმბია); 3 – ბორხა (კოლუმბია), რეინა (პერუ), მ. პერესი (პარაგვაი).
მომდევნო ტური
31 იანვარი
ჩილე-კოლუმბია, პერუ-ეკვადორი, პარაგვაი-ურუგვაი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
20-წლამდელთა კოპა ამერიკა: დაწინაურდა კოლუმბია