მან ეს განცხადება არგენტინის ნაკრებთან ამხანაგური მატჩის წინ გააკეთა. შეგახსენებთ, რომ ერთი სეზონი იბრაჰიმოვიჩი და მესი "ბარსელონაში" ერთად თამაშობდნენ:
"ლეო მესი ფანტასტიკური ფეხბურთელია. ინდივიდუალური თვალსაზრისით, ის მსოფლიოში საუკეთესოცაა. ამიტომაც იგებს ამდენ ტიტულს კარიერაში. რაც შეეხება თავად თამაშს არგენტინის ნაკრებთან, ვფიქრობ, მეტოქისთვის უფრო მნიშვნელოვანი თამაშია, რადგან მათ ძალიან ბევრი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავთ და ყველას სასტარტოში სურს თავის დამკვიდრება", - განაცხადა
ასევე იხილეთ:
ზლატან იბრაჰიმოვიჩი: ხოსეპ გვარდიოლა მხდალია. ის ჩემი კარიერის ყველაზე სუსტი მწვრთნელია