ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: ჩვეული ოთხეული

AutoSharing Option
ნეიმარის გარეშე მოთამაშე "სანტოსმა" საკუთარ მოედანზე "XV დე პირასიკაბას" მოუგო. მასპინძლები თავიდან აგებდნენ, შერცხვენისგან კი "სანტოსი" კიევის "დინამოს" და "ბორდოს" ყოფილმა ფორვარდმა, ანდრემ იხსნა – 22 წლის ფორვარდმა ჯერ პენალტი გამოიყენა, სამ წუთში კი გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

ჩემპიონატში კი "სან პაულო" გალიდერდა, რომელსაც ერთი მატჩი თადარიგში აქვს. ნეი ფრანკოს გუნდმა "ლინენსე" გაანადგურა, რომლისთვისაც ეს ამ სეზონში პირველი მარცხი იყო.

"კორინთიანსი" წაგებას ბოლო წუთზე გადაურჩა – ხოსე პაულო გერერომ პენალტი გამოიყენა და მსოფლიოს ჩემპიონებს ქულა მოუტანა. მანამდე, მეორე ტაიმის დებიუტში,
თავისი მორიგი გოლი ალეშანდრე პატომ გაიტანა. "ტიმაომ" ზედიზედ მეოთხე ფრე ითამაშა და ტიტეს გუნდი სატურნირო ცხრილში მერვე, პლეი ოფის ზონის ბოლო პოზიციაზეა.

გაჭირვებით მოიგო "პალმეირასმა", რომელსაც აუტსაიდერ "უნაიო ბარბარენსესთან" საკმაოდ გაუჭირდა, მეორე ტაიმში მოედანზე 10 კაცითაც დარჩა, მაგრამ სამი ქულა მაინც აიღო. ერთადერთი გოლი "გრემიოდან" ერნან ბარკოსის ნაცვლად მოსულმა ლეანდრომ გაიტანა.

***
დასრულდა "ტაკა გუანაბარას" ჯგუფური ეტაპი და ოთხივე ნახევარფინალისტი გაირკვა. როგორც მოსალოდნელი იყო, მომდევნო ეტაპის საგზური "დიდმა ოთხეულმა" მოიპოვა. სულ რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატი 115-ჯერ გაიმართა და აქედან 104 ტიტული ამ ოთხეულს აქვს გადანაწილებული – "ფლამენგო" 32-გზის ჩემპიონია, "ფლუ" 31-გზის, "ვასკო და გამამ" 22 ტიტული მოიგო, "ბოტაფოგომ" კი 19. დარჩენილი 11 ტიტულიდან 7 რიო დე ჟანეიროს "ამერიკას" ნადავლი გახდა (ბოლოს 1966 წელს – ამ წლიდან მოყოლებული, ჩემპიონი მხოლოდ "დიდი ოთხეულის" წევრი ხდება), რომელიც რამდენიმე წლის წინ სერია "ა"-შიც ასპარეზობდა, მაგრამ ახლა ცუდი დროება უდგას და კარიოკას ჩემპიონატის მეორე დივიზიონშია, ბრაზილიის პირველობაზე კი საერთოდ აღარ მონაწილეობს.

"ტაკა გუანაბარას" ნახევარფინალური შეხვედრები 3 მარტს გაიმართება. ტურნირის გამარჯვებული ფინალური მატჩის საგზურს მოიპოვებს, რის შემდეგაც "ტაკა რიო" დაიწყება. თუ "ტაკა რიოსაც" იგივე გუნდი მოიგებს, მაშინ ის შტატის ჩემპიონად გამოცხადდება, ხოლო თუ რომელიმე სხვა კლუბი, მაშინ ფინალური შეხვედრა გაიმართება.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ 1999 წლიდან მოყოლებული, კარიოკას ჩემპიონი ყველაზე მეტჯერ "ფლამენგო" გახდა (8 ტიტული), "ფლუმინენსემ" 3-ჯერ იმარჯვა, მათ შორის შარშან; "ბოტაფოგოს" ანგარიშზე 2 ტიტულია, ხოლო "ვასკო და გამა" ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ გახდა.

პაულისტა. IX ტური

სან პაულო-ლინენსე 3:0
გოლები: 1:0 ჟადსონი (33), 2:0 ოსვალდო (63), 3:0 ფაბიო ლიმა (78-საკ. კარში).

ბრაგანტინო-კორინთიანსი 2:2
გოლები: 1:0 ლეო ჟაიმე (46), 1:1 პატო (48), 2:1 ლინკომი (55), 2:2 გერერო (90-პენ).

პალმეირასი-უნ. ბარბარენსე 1:0
გოლი: 1:0 ლეანდრო (82).

სანტოსი-XV დე პირასიკაბა 2:1
გოლები: 0:1 სესინია (52), 1:1 ანდრე (71-პენ), 2:1 ანდრე (74).

მოჟი მირიმი-ოესტე 1:0

პაულისტა-ატლ. სოროკაბა 3:1

მირასოლი-სან კაეტანო 3:0

ბოტაფოგო სპ-პენაპოლენსე 1:0

იტუანო-გუარანი 2:2

პონტე პრეტა-სან ბერნარდო 1:1

სატურნირო მდგომარეობა: 1. სან პაულო (8 თამაში) – 19 ქულა, 2. პონტე პრეტა – 19, 3. მოჟი მირიმი – 17, 4. სანტოსი – 17, 5. პალმეირასი – 16, 6. ლინენსე – 16, 7. ბოტაფოგო სპ – 15, 8. კორინთიანსი – 14, 9. პენაპოლენსე – 13, 10. პაულისტა – 13, 11. ბრაგანტინო – 13, 12. მირასოლი – 10, 13. იტუანო – 10, 14. XV დე პირასიკაბა – 9, 15. გუარანი – 8, 16. ოესტე – 8, 17. ატლ. სოროკაბა – 6, 18. სან ბერნარდო – 6, 19. უნიაო ბარბარენსე (8 თამაში) – 5, 20. სან კაეტანო – 5.

ბომბარდირები: 7 – ლინკომი (ბრაგანტინო); 6 – ნეიმარი (სანტოსი); 5 – ლეო ჟაიმე (ბრაგანტინო), მარსიო დიოგო (XV დე პირასიკაბა), მირალიესი (სანტოსი), რონი (მოჟი მირიმი).

კარიოკა. ტაკა გუანაბარა. VIII ტური.

ოლარია-ფლამენგო 0:2
გოლები: 0:1 რენატო აბრეუ (21), 0:2 რენატო აბრეუ (24).

ბოტაფოგო-ბოავიშტა 2:2
გოლები: 0:1 ჟილსიმარი (12), 0:2 ჟილსიმარი (14), 1:2 ლუკასი (31), 2:2 ლოდეირო (33).

ფლუმინენსე-მადურეირა 2:2
გოლები: 1:0 სამუელ როსა (13), 1:1 როდრიგო (42-პენ), 2:1 სამუელ როსა (67), 2:2 როდრიგო (83).

დუკე დე კაშიასი-ვასკო 1:2
გოლები: 1:0 ჩარლზ ჩადი (14), 1:1 ბერნარდო (73), 1:2 ბერნარდო (79).

ფრიბურგენსე-მაკაე 1:1

ნოვა იგუასუ-რესენდე 2:2

ბანგუ-ვოლტა რედონდა 2:0

აუდაქს რიო-კისამა 0:0

A ჯგუფი: 1. ვასკო და გამა – 16 ქულა, 2. ბოტაფოგო – 15, 3. მადურეირა – 12, 4. ფრიბურგენსე – 9, 5. ვოლტა რედონდა – 6, 6. კისამა – 6, 7. ნოვა იგუასუ – 5, 8. ოლარია – 3.

B ჯგუფი: 1. ფლამენგო – 22 ქულა, 2. ფლუმინენსე – 16, 3. ბანგუ – 14, 4. ბოავიშტა – 14, 5. აუდაქს რიო – 12, 6. მაკაე – 8, 7. რესენდე – 8, 8. დუკე დე კაშიასი – 5.

ბომბარდირები: 8 – ერნანი (ფლამენგო); 6 – ბერნარდო (ვასკო და გამა); 5 – ჩარლზ ჩადი (დუკე დე კაშიასი), როდრიგო (მადურეირა).

1/2-ფინალში შეხვდებიან: ვასკო და გამა-ფლუმინენსე, ფლამენგო-ბოტაფოგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: რივალდოს მორიგი გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული