პირველ ჯგუფში, რომელსაც ბევრი ე.წ. სიკვდილის ჯგუფად მოიხსენიებს, "ბოკა ხუნიორსი" ეკვადორში ჩავიდა და გუაიაკილის "ბარსელონას" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო. აქამდეც არაერთხელ გვითქვამს, რომ გუაიაკილი ზღვის დონიდან მხოლოდ 4 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. შესაბამისად, ეს ქალაქი ეკვადორის იმ იშვიათ ქალაქებში გადის, სადაც სტუმარ გუნდს თამაში გაიშვიათებული ჰაერის გამო არ უჭირს.
კარლოს ბიანკის გუნდს პირველი თამაში წაგებული ჰქონდა, შესაბამისად, ეკვადორში დამარცხება "ბოკასთვის" დამღუპველი იქნებოდა. სტუმართა წარმატებაში უდიდესი წვლილი მცველებმა
ამ გამარჯვებით "ბოკამ" ლიბერტადორესის თასზე 4-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, "ბარსელონა" კი აშკარად ცუდ ფორმაშია – ეკვადორელებს უკვე 7 თამაშია, არ მოუგიათ, მათ შორის გუნდმა ბოლო 5-დან 4 წააგო.
"კორინთიანსმა" "მილიონარიოსს" უმასპინძლა და კოლუმბიის 14-გზის ჩემპიონს იოლად მოუგო. ანგარიში მე-10 წუთზე ხოსე პაოლო გერერომ გახსნა, რომელმაც "კორინთიანსის" რიგებში ჩატარებულ ბოლო 18 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. საერთაშორისო ტურნირებზე (მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი და ლიბერტადორესის თასი) გერერომ 4 შეხვედრაში ითამაშა და თავი ოთხივეში გამოიჩინა (სულ 4 გოლი).
მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა ალეშანდრე პატომ გაზარდა და "კორინთიანსმა" 2:0 მოიგო. შეგახსენებთ, რომ შარშან ტიტეს გუნდმა ლიბერტადორესის თასზე ისე იმარჯვა, რომ ერთი თამაშიც არ წაუგია. ასე რომ, ამ ტურნირზე "ტიმაოს" წაუგებელი სერია უკვე 16 მატჩია გრძელდება.
მოიგო "ფლუმინენსემაც", ვინც გასვლაზე ჩილეს ჩემპიონი "უაჩიპატო" დაამარცხა. "კორინთიანსისგან" განსხვავებით, "ფლუს" გაუჭირდა და პირველი ტაიმი წააგო კიდევაც – 45-ე წუთზე მასპინძელთა ურუგვაელმა ფორვარდმა ბრიან როდრიგესმა ანგარიში გახსნა და სტუმრები მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო.
მეორე ტაიმმა "ფლუმინენსეს" უპირატესობით ჩაიარა. ფრედს ამჯერად გოლი არ გაუტანია, სამაგიეროდ, 67-ე წუთზე მან საგოლე პასი გააკეთა და ველინგტონ ნემს ანგარიში გაათანაბრებინა. გამარჯვების გოლი კი ცვლილებაზე შემოსულმა ვაგნერმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 28 წლის ნახევარმცველს მოედანზე წუთზე ნაკლები ჰქონდა გატარებული.
კიდევ ერთ შეხვედრაში ჩილეს მეორე გუნდმა, "დეპორტეს იკიკემ" ეკვადორის "ემელეკს" მოუგო და პირველი ქულები მოიპოვა. საინტერესოა, რომ "ემელეკმა" სამ ტურში მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა და ისიც "ველესის" საუკეთესო ბომბარდირის, ფაკუნდო ფერეირას ავტოგოლი იყო.
ლიბერტადორესის თასი
I ჯგუფი. II ტური.
ბარსელონა-ბოკა 1:2
გოლები: 0:1 ხ. მარტინესი (59), 0:2 კ. პერესი (63), 1:2 მ. აროიო (90-პენ).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ნასიონალი 2 1 1 0 5-4 4
2. ტოლუკა 2 1 0 1 4-4 3
3. ბოკა 2 1 0 1 3-3 3
4. ბარსელონა 2 0 1 1 3-4 1
IV ჯგუფი. III ტური.
დეპ. იკიკე-ემელეკი 2:0
გოლები: 1:0 ერეროსი (15), 2:0 ვილიალობოსი (22).
გაძევება: ახილიერი (79. ემელეკი).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ველესი 3 2 0 1 4-1 6
2. პენიაროლი 3 2 0 1 3-2 6
3. დეპ. იკიკე 3 1 0 2 3-5 3
4. ემელეკი 3 1 0 2 1-3 3
V ჯგუფი. II ტური.
კორინთიანსი-მილიონარიოსი 2:0
გოლები: 1:0 გერერო (10), 2:0 პატო (49).
გაძევება: ხაროლ მარტინესი (77. მილიონარიოსი)
თ მ ფ წ ბ ქ
1. ტიხუანა 2 2 0 0 5-0 6
2. კორინთიანსი 2 1 1 0 3-1 4
3. სან ხოსე 2 0 1 1 1-5 1
4. მილიონარიოსი 2 0 0 2 0-3 0
VIII ჯგუფი. III ტური.
უაჩიპატო-ფლუმინენსე 1:2
გოლები: 1:0 ბ. როდრიგესი (45), 1:1 ველინგტონ ნემი (67), 1:2 ვაგნერი (76).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 3 2 0 1 3-4 6
2. გრემიო 2 1 0 1 4-2 3
3. კარაკასი 2 1 0 1 3-2 3
4. უაჩიპატო 3 1 0 2 4-6 3
ბომბარდირები: 3 – ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო); 2 – ივან ალონსო (ნასიონალი), ჟო (ატლეტიკო მინეირო), ე. ბენიტესი (ტოლუკა), ხ. ოლივერა (პენიაროლი), ა. პენია (კარაკასი), ვ. სანჩესი (ნასიონალი), უბილია (უნივერსიდად დე ჩილე), გერერო (კორინთიანსი), ბ. როდრიგესი (უაჩიპატო), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: "ველეს სარსფილდის" რევანში