ლიონელ მესი: კარიერას აუცილებლად "ნიუელსში" დავასრულებ

AutoSharing Option
"ბარსელონას" 25 წლის ფორვარდმა ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კარიერას "ბარსელონაში" კი არა, არამედ "ნიუელს ოლდ ბოისში" დაასრულებს.

"არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს ვითამაშებ ფეხბურთს, მაგრამ ერთი შემიძლია ყველას ვუთხრა – მე დავბრუნდები სამშობლოში და კარიერას აუცილებლად "ნიუელს ოლდ ბოისში" დავამთავრებ. ამას იმიტომ გავაკეთებ, რომ ძალიან მსურს, კარიერა მშობლიურ გარემოში დავასრულო", – განაცხადა მესიმ.

შეგახსენებთ, რომ მესი 1995-2000 წლებში "ნიუელს ოლდ ბოისში" ირიცხებოდა. მას 2018 წლის ზაფხულამდე "ბარსელონასთან" აკავშირებს კონტრაქტი.

ასევე იხილეთ:
ლიონელ მესის ოქროს ფეხი 4 მილიონ ევროდ გაიყიდა [VIDEO]
ლიონელ მესის დრიბლინგი "ხეტაფესთან" მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული