შეხვედრა "ბოკასთვის" ძალიან ცუდად, მეტიც, კოშმარულად დაიწყო – 21-ე წუთზე, უკანასკნელი იმედის ჯარიმისთვის, გუნდის ახალწვეულმა კლაუდიო პერესმა წითელი ბარათი მიიღო, მისი გუნდის კარში კი პენალტი დაინიშნა, რომელიც ივან ალონსომ ვერ გამოიყენა. ამის შემდეგ, უპირატესობას "ნასიონალი" ფლობდა, მაგრამ სტუმრები თავს საკმაოდ კარგად იცავდნენ და შესანიშნავად თამაშობდა
მოიგო მეორე არგენტინულმა გუნდმა "არსენალმა", ვინც შინ "სან პაულოს" გაუსწორდა და ამ გუნდთან გამართულ 2 შეხვედრაში 4 ქულა აიღო. გამარჯვების მომტანი გოლი დიეგო ბრაგიერიმ გაიტანა, რომელიც წესით დისკვალიფიცირებული უნდა ყოფილიყო. შეგახსენებთ, რომ მეორე ტურის შეხვედრაში, რომელიც "არსენალმა" "ატლეტიკო მინეიროსთან" გამართა, ბრაგიერიმ რონალდინიოს წინააღმდეგ არაადამიანურად იუხეშა, მაგრამ წითელი კი არა, ყვითელი ბარათიც არ მიიღო.
დღის მესამე შეხვედრაში მოსალოდნელი შედეგი დაფიქსირდა – "მილიონარიოსი" ლა პასში დამარცხდა და ჯგუფიდან გასვლის შანსი პრაქტიკულად დაკარგა. მასპინძელთა მხრიდან მორიგი გოლი გაიტანა კარლოს საუსედომ – ბოლივიის ნაკრების ფეხბურთელის ანგარიშზე უკვე 3 ბურთია. გამარჯვების მიუხედავად, ბოლივიელთა მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსები ძალიან მცირეა, რადგან მეხუთე ტურში გამარჯვების შემთხვევაშიც კი (შინ "ტიხუანასთან"), ბოლო ტურში სტუმრად "კორინთიანსს" ხვდება, სადაც თუნდაც ფრის შანსიც არ უნდა ჰქონდეს.
ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი.
I ჯგუფი. IV ტური.
ნასიონალი-ბოკა 0:1
გოლი: 0:1 რიკელმე (44-პენ).
გაძევება: კ. პერესი (21. ბოკა ხუნიორსი).
გამოუყენებელი პენალტი: ივან ალონსო (23. ნასიონალი).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ნასიონალი 4 2 1 1 6-5 7
2. ბოკა 4 2 0 2 4-4 6
3. ტოლუკა 4 1 2 1 5-5 5
4. ბარსელონა 4 0 3 1 4-5 3
III ჯგუფი. IV ტური.
არსენალი-სან პაულო 2:1
გოლები: 1:0 ორტისი (66), 1:1 ალოიზიო (72), 2:1 ბრაგიერი (85).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლ. მინეირო 4 4 0 0 11-5 12
2. სან პაულო 4 1 1 2 5-6 4
3. არსენალი 4 1 1 2 6-9 4
4. სტრონგესტი 4 1 0 3 5-7 3
V ჯგუფი. IV ტური.
სან ხოსე-მილიონარიოსი 2:0
გოლები: 1:0 მ. გომესი (14), 2:0 საუსედო (48).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ტიხუანა 4 3 0 1 6-3 9
2. კორინთიანსი 4 2 1 1 6-2 7
3. სან ხოსე 4 1 1 2 4-7 4
4. მილიონარიოსი 4 1 0 3 2-6 3
ბომბარდირები: 4 – ბარეირო (ოლიმპია); 3 - ბერნარდი (ატლეტიკო მინეირო), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), ჟო (ატლეტიკო მინეირო), ავილა (სპორტინგ კრისტალი), ა. პენია (კარაკასი), გერერო (კორინთიანსი), საუსედო (სან ხოსე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: "ოლიმპია" ოლიმპზეა