შტატების ჩემპიონატები. პაულისტა და კარიოკა: კარიოკა სენსაციებით განახლდა

AutoSharing Option
პაულისტას მე-20 ტურში ოთხი გრანდიდან სამმა მოიგო, ხოლო "პალმეირასმა" აუტსაიდერ "სან კაეტანოსთან" ქულები გაიყო. მასპინძელთა რიგებში 66 წუთი ითამაშა ლეგანდარულმა რივალდომ, თუმცა ყოფილ გუნდს გოლი ვერ გაუტანა.

მოიგეს "კორინთიანსმა", "სან პაულომ" და "სანტოსმა". ნეი ფრანკოს "სან პაულომ" "ოესტე" დაამარცხა და ლიდერობა შეინარჩუნა. მასპინძელთაგან მესამე გოლი ლუიშ ფაბიანომ გაიტანა, რომელისთვისაც ეს ბურთი მიმდინარე პაულისტაში მე-4 იყო.

ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა "სანტოსის" ახალწვეულმა ვალტერ მონტილიომ. მისმა გუნდმა საკუთარ მოედანზე "გუარანი" დაამარცხა და მესამე ადგილი შეინარჩუნა.

მეხუთეზეა "კორინთიანსი", რომლის რიგებშიც პირველი გოლი შეაგდო
რენატო აუგუსტომ
– ლევერკუზენის "ბაიერის" ყოფილმა მოთამაშემ 90-ე წუთზე საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

რეგულარული სეზონის დასრულებამდე 7 ტური დარჩა, შემდეგ კი პლეი ოფი დაიწყება, სადაც მონაწილეობას პირველი 8 გუნდი მიიღებს.

***
დაიწყო "ტაკა რიო", კარიოკას ჩემპიონატის მეორე ეტაპი. შეგახსენებთ, რომ "ტაკა გუანაბარა" "ბოტაფოგოს" გამარჯვებით დასრულდა, რომელიც კარიოკას ფინალში "ტაკა რიოს" გამარჯვებულს უნდა შეხვდეს. განსხვავებით პირველი ეტაპისგან, ამჯერად გუნდები საკუთარი ჯგუფის წევრებს ხვდებიან, შესაბამისად სულ 7 ტური უნდა გაიამართოს.

პირველივე ტურში ორი სენსაციური შედეგი დაფიქსირდა: "ვასკო და გამამ" შინ "ვოლტა რედონდასთან" წააგო, ხოლო "ფლამენგო", ასევე შინ, "რესენდესთან" დამარცხდა.
მინიმალური ანგარიშით მოიგო "ფლუმ", ხოლო "ტაკა გუანაბარას" გამარჯვეულმა "ბოტაფოგომ" "კისამა" გაანადგურა.

პაულისტა. XII ტური.

კორინთიანსი-უნ. ბარბარენსე 3:0
გოლები: 1:0 დუგლასი (53), 2:0 ჟორჟე ენრიკე (88), 3:0 რენატო აუგუსტო (90).

სან კაეტანო-პალმეირასი 1:1
გოლები: 1:0 ედერი (42), 1:1 ლეანდრო (49).

სან პაულო-ოესტე 3:2
გოლები: 1:0 ედსონ სილვა (19), 2:0 რაფაელ ტოლოი (31), 2:1 ლიგერი (45), 3:1 ლუიშ ფაბიანო (70), 3:2 ვანდერსონი (77).

სანტოსი-გუარანი 2:1
გოლები: 1:0 მონტილიო (35), 2:0 ანდრე (49), 2:1 ტიაგო (59).

იტუანო-XV დე პირასიკაბა 2:1
მოჟი მირიმი-ლინენსე 2:3
მირასოლი-სან ბერნარდო 3:4
ბრაგანტინო-პენაპოლენსე 3:2
პონტე პრეტა-ატლ. პირასიკაბა 2:1
პაულისტა-ბოტაფოგო სპ. 1:1

სატურნირო მდგომარეობა: 1. სან პაულო (11 თამაში) – 26 ქულა, 2. პონტე პრეტა – 26, 3. სანტოსი – 24, 4. ბოტაფოგო სპ – 22, 5. კორინთიანსი – 21, 6. პალმეირასი – 21, 7. მოჟი მირიმი – 20, 8. ლინენსე – 20, 9. ბრაგანტინო – 17, 10. პენაპოლენსე – 16, 11. სან ბერნარდო – 15, 12. ოესტე – 14, 13. პაულისტა – 14, 14. იტუანო – 13, 15. მირასოლი – 12, 16. XV დე პირასიკაბა – 10, 17. ატლ. სოროკაბა – 9, 18. გუარანი – 9, 19. უნიაო ბარბარენსე (11 თ) – 6, 20. სან კაეტანო – 6.
ბომბარდირები: 7 – ლეო ჟაიმე (ბრაგანტინო), ფერნანდო ბაიანო (სან ბერნარდო), ლინკომი (ბრაგანტინო); 6 – ნეიმარი (სანტოსი), მარსელო მასედო (პაულისტა), ნუნიეში (ბოტაფოგო სპ), ვილიამი (პონტე პრეტა).

ტაკა რიო. I ტური.

ფლამენგო-რესენდე 2:3
გოლები: 1:0 ერნანი (22), 2:0 ელიაში (31), 2:1 რობერტი (48), 2:2 ელიაში (60), 2:3 მარსელი (68).

ბოტაფოგო-კისამა 4:0
გოლები: 1:0 ჟულიო სეზარი (31), 2:0 ლოდეირო (68), 3:0 ფელიპე გაბრიელი (73), 4:0 რაფაელ მარკეში (80).

ვასკო-ვოლტა რედონდა 0:1
გოლი: 0:1 ანდრე ალვეში (11).

ფლუმინენსე-აუდაქს რიო 1:0
გოლი: 1:0 ველინგტონ ნემი (52).

ოლარია-მადურეირა 1:0
ფრიბურგენსე-ნოვა იგუასუ 2:0
ბანგუ-დუკე დე კაშიასი 2:2
მაკაე-ბოავიშტა 3:2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: "ბოტაფოგომ" სულ მცირე, სუპერფინალი დაიბევა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული