ნეიმარი: მარიო ბალოტელის დიდი თაყვანისმცემელი ვარ

AutoSharing Option
ბრაზილიის ნაკრების ვარსკვლავმა ნეიმარმა იტალიის ნაკრებთან 21 მარტს, შვეიცარიაში გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ მარიო ბალოტელის თამაშით აღფრთოვანება გამოხატა.

ბრაზილიელები პირველ ტაიმში ფრედისა და ოსკარის გოლებით დაწინაურდნენ, თუმცა მეორე ტაიმში იტალიელებმა ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა დანიელე დე როსისა და მარიო ბალოტელის გოლებით შეძლეს, მატჩი კი საბოლოოდ ფრედ, 2:2 დასრულდა.

მატჩის შემდეგ ნეიმარმა არ დამალა, რომ იტალიელი ფეხბურთელის დიდი თაყვანისმცემელია.

"ბალოტელის დიდი თაყვანისმცემელი ვარ. ის ბრწყინვალე მოთამაშე და არაჩვეულებრივი ადამიანია.

რაც შეეხება თავად მატჩს, ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ. ბრაზილიის ნაკრები სულ უფრო უმატებს
და მისი პროგრესი შეუიარაღებელი თვალითაც აშკარაა",
- თქვა ნეიმარმა.

VideoSportall.Ge
21.03.13. ბრაზილია - იტალია 2:2


ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელი: ბრაზილიასთან ბრწყინვალე მატჩი ჩავატარეთ [VIDEO]
ლუიშ ფელიპე სკოლარი: დანიელე დე როსის გოლი არ უნდა გასულიყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული