ტელეკომპანია "ო გლობოს" გადაწყვეტილებით, მატჩების კომენტატორი ახლო წარსულში ლეგენდარული ფორვარდი რონალდო იქნება. 36 წლის ლუის ნაზარიო დე ლიმამ საფეხბურთო კარიერა 2011 წელს დაასრულა.
თავად რონალდო ერთობ გახარებულია ამ მიწვევით. "ჩემთვის დიდი პატივია საქვეყნოდ ცნობილი კომენტატორების გვერდით მუშაობა", - განაცხადა მან.
კონფედერაციათა თასი 15 ივნისს ქალაქ ბრაზილიაში გაიხსნება. პირველ მატჩში ბრაზილიის ნაკრები იაპონიას დაუპირისპირდება.
ასევე იხილეთ:
რონალდომ ფერგიუსონი დაწყევლა: სულ დამარცხებულს ევლოს მაგის გუნდს!