ბრაზილია. შტატების ჩემპიონატი: "ტიმაომ" "სან პაულო" დაამარცხა

AutoSharing Option
პაულისტას მე-16 ტურის ყველაზე საინტერესო მატჩი "მორუმბიზე" შედგა, სადაც შტატის და მთლიანად ბრაზილიის ერთ-ერთ გამორჩეულ დერბიში "კორინთიანსმა" "სან პაულო" დაამარცხა და ამ უკანასკნელის 11-მატჩიანი წაუგებელი სერია დაასრულა. ეს ამ გუნდების 248-ე დაპირისპირება იყო და "კორინთიანსმა" 88-ე გამარჯვება მოიპოვა. სან "პაულოს" ანგარიშზე 79 გამარჯვებაა, 81 შეხვედრა კი ფრედ დასრულდა.

აღსანიშნავია, რომ პაულისტაში გამართული ბოლო 6 მატჩიდან "კორინთიანსმა" 5 მოიგო, ხოლო ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებული ბოლო 18 თამაშიდან "სან პაულომ" მხოლოდ 3-ჯერ იმარჯვა, 10 მატჩი კი "ტიმაომ" მოიგო.

ანგარიში ჟადსონმა კი გახსნა,
მაგრამ სტუმრებმა პირველივე ტაიმში გაათანაბრეს - დანილომ ულამაზესი დარტყმით გაიტანა. მეორე ნახევარში კი მასპინძლების კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ალეშანდრე პატომ გამოიყენა.

უკვე 8 მატჩია, არ წაუგია "სანტოსს", რომელმაც ამ ტურში ნეიმარის და სისეროს გოლებით "ოესტეს" მოუგო. "პალმეირასმა", ვინც წინა ტურში "მირასოლთან" 2:6 წააგო, ამჯერად 3 ქულის აღება შეძლო და მე-7 ადგილზე დამკვიდრდა.

კვლავ დაუმარცხებელია "პონტე პრეტა", ვინც ამჯერად ქულები "XV დე პირასიკაბასთან" გაიყო. სტუმართა მხრიდან ორი გოლი ვილიამმა გაიტანა – 29 წლის ფორვარდის ანგარიშზე 11 ბურთია და ის ბომბარდირთა დავის ერთპიროვნული ლიდერია.

***
"ტაკა რიოს" მე-4 ტურში "ვასკო და გამას" და "ბოტაფოგოს" ძალიან საინტერესო მატჩი 4 აპრილისთვის გადაიდო. გამართული შეხვედრებიდან კი აღსანიშნავია "ფლამენგოს" მორიგი მარცხი - "ფლა" "აუდაქს რიოს" დანებდა, რის გამოც ჯგუფში მე-6 ადგილამდე დაქვეითდა.

ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე სულ რაღაც სამი ტური დარჩა და ამ გადმოსახედიდან აშკარაა, რომ სენსაციის მომსწრენი გავხდებით. "ვასკო და გამა" საკუთარ ჯგუფში ბოლო ადგილზეა, ხოლო "ფლა" მე-6 კი არის, მაგრამ პირველზე მყოფ "რესენდეს" მთელი 8 ქულით ჩამორჩება, მეორე ადგილზე კი "ფლუმინენსე" იმყოფება, რომელთანაც 4-ქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა წარმოუდგენელი ჩანს.

შეგახსენებთ, რომ ჯგუფიდან 1/2-ფინალში მხოლოდ პირველ ორ ადგილზე გასული კლუბები გავლენ.

პაულისტა. XVI ტური

პალმეირასი-ლინენსე 2:1
გოლები: 1:0 ლეანდრო (56), 1:1 ჟილსინიო (61), 2:1 მარსელო ოლივერია (90).

სან პაულო-კორინთიანსი 1:2
გოლები: 1:0 ჟადსონი (5), 1:1 დანილო (42), 1:2 პატო (83-პენ).

ოესტე-სანტოსი 1:2
გოლები: 0:1 ნეიმარი (67), 1:1 ჟილმარი (86), 1:2 სისერო (87).

მირასოლი-პენაპოლენსე 0:1
იტუანო-ბოტაფოგო სპ 1:2
გუარანი-ატლ. სოროკაბა 0:3
სან კაეტანო-მოჟი მირიმი 0:2
უნიოა ბარბარენსე-სან ბერნარდო 0:0
ბრაგანტინო-პაულისტა 2:1
XV დე პირასიკაბა-პონტე პრეტა 2:2

სატურნირო მდგომარეობა: 1. სან პაულო (15 თამაში) – 35 ქულა, 2. პონტე პრეტა – 34, 3. სანტოსი – 32, 4. მოჟი მირიმი – 30, 5. კორინთიანსი – 29, 6. ბოტაფოგო სპ – 28, 7. პალმეირასი – 28, 8. პენაპოლენსე – 24, 9. ბრაგანტინო – 24, 10. ლინენსე – 21, 11. ოესტე – 19, 12. პაულისტა – 17, 13. სან ბერნარდო – 17, 14. XV დე პირასიკაბა – 16, 15. მირასოლი – 15, 16. ატლ. სოროკაბა – 13, 17. იტუანო – 13, 18. უნიაო ბარბარენსე (15 თ) – 12, 19. სან კაეტანო – 11, 20. გუარანი – 10.

ბომბარდირები: 11 – ვილიამი (პონტე პრეტა); 9 – ლინკომი (ბრაგანტინო); 8 – ლუიშ ფაბიანო (სან პაულო); 7 – ლეო ჟაიმე (ბრაგანტინო), ნეიმარი (სანტოსი), სერჟინიო (ოესტე) ფერნანდო ბაიანო (სან ბერნარდო).

***
კარიოკა. ტაკა რიო. IV ტური

ფლუმინენსე-ბოავიშტა 2:0
გოლები: 1:0 ჟეანი (46), 2:0 რაფაელ სობისი (80).

ფლამენგო-აუდაქს რიო 1:2
გოლები: 0:1 ანდრე (2), 1:1 გაბრიელი (53), 1:2 იური (90)

ვოლტა რედონდა-კისამა 2:1
ნოვა იგუასუ-მადურეირა 0:0
რესენდე-ბანგუ 1:0
ფრიბურგენსე-ოლარია 5:0
მაკაე-დუკე კაშიასი 1:3
ვასკო-ბოტაფოგო 4 აპრილს


სატურნირო მდგომარეობა:
A ჯგუფი
: 1. ვოლტა რედონდა – 12 ქულა, 2. ფრიბურგენსე (3 თამაში) – 6, 3. ბოტაფოგო (2 თ) – 6, 4. ნოვა იგუასუ – 5, 5. ოლარია – 5, 6. კისამა – 2, 7 მადურეირა – 1, 8. ვასკო და გამა (3 თ) – 1

B ჯგუფი: 1. რესენდე – 12 ქულა, 2. ფლუმინენსე – 10, 3. დუკე დე კაშიასი – 5, 4 ბოავიშტა – 4, 5. აუდაქს რიო – 4, 6. ფლამენგო – 4, 7. მაკაე – 3, 8. ბანგუ – 2.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კლარენს ზეედორფის პირველი წითელი ბარათი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული