ლიბერტადორესის თასი: უგოლო დერბი

AutoSharing Option
დღის მთავარი მატჩი პორტუ ალეგრიში გაიმართა. "გრემიომ" "ფლუმინენსეს" უმასპინძლა და მშვიდობიანად დაშორდა. ამ გუნდების ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება და არის შანსი, რომ ორივე ბრაზილიური კლუბი ჯგუფში ჩარჩეს. განსაკუთრებით რთული მატჩი ვანდერლეი ლუშემბურგოს "გრემიოს" ელის, რომელიც სტუმრად "უაჩიპატოს" უნდა შეხვდეს, "ფლუ" კი "კარაკასს" უმასპინძლებს და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ფრეც ეყოფა.

აბელ ბრაგას "ფლუმინენსე" ბრაზილიურ დერბის საკმაოდ სერიოზული დანაკლისით შეხვდა - გუნდს ფრედი, დეკუ, უოლასი, ტიაგო ნევეში და ველინგტონ ნემი აკლდა. მარსელო მორენო და ელანო ვერ ეხმარებოდნენ "გრემიოს", თუმცა სტუმართა დანაკლისთან
შედარებით, ეს რა მოსატანია...

ამ გუნდებს აქამდე 58 შეხვედრა ჰქონდათ გამართული, რომელთაგანაც 25 "გრემიოს" ჰქონდა მოგებული, 19 კი "ფლუს". გუნდებმა მე-15 ფრე ითამაშეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესად საყაიმო ანგარიში ერთ გუნდს აწყობს, მეორეს კი არა. "გრემიო" მოსაგებად იყო მომართული, მაგრამ მასპინძლებისთვის სიტუაცია 45-ე წუთზე გართულდა, როდესაც ვეტერანმა კრისმა წითელი ბარათი მიიღო.

10 კაცით დარჩენილმა მასპინძელმა მეტოქის გატეხვა ვერ შეძლო და საბოლოოდ, მატჩი გატანილი გოლების გარეშე დასრულდა.

მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო "რეალ გარსილასომ" - პერუელებმა წყალწაღებული "სერო პორტენიო" გაანადგურეს და ჯგუფში მეორე ადგილზე გადავიდნენ. უკანასკნელ ტურში "გარსილასო" უმოტივაციო "სანტა ფეს" ეთამაშება (სტუმრად) და მერვედფინალში გასასვლელად ფრეც ეყოფა. პერუელთა კონკურენტი, კიდევ ერთი კოლუმბიური გუნდი "დეპორტეს ტოლიმა", პარაგვაის ეწვევა და უქულო "სერო პორტენიოს" დაუპირისპირდება.

"ტოლიმას" მდგომარეობა თითქმის უიმედოა - მან თავისი მატჩი უნდა მოიგოს და ასევე, უმოტივაციო თანამემამულეების იმედი უნდა ჰქონდეს.

ასპარეზობა დაასრულეს მე-5 ჯგუფის მონაწილეებმა, სადაც ყველაფერი დიდი ხნის წინ იყო გარკვეული. "კორინთიანსმა" და "ტიხუანამ" ბოლო ტურის მატჩებიც მოიგეს და პირველ-მეორე ადგილები გაინაწილეს. "ტიხუანამ" საუკეთესო მეორეადგილოსნის სტატუსი გაინაღდა. შესაბამისად, ეს მექსიკური კლუბი მერვედფინალში ყველაზე უარესი შედეგის მქონე პირველადგილოსანს შეხვდება.

როგორც უკვე მიხვდით, მომდევნო ეტაპის კენჭისყრა არ იქნება - გუნდები პირდაპირ, მარტივი პრინციპით დაწყვილდებიან: ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდებიდან საუკეთესო შედეგის მქონე, ყველაზე ცუდი შედეგის მქონე მეორეადგილოსანს შეხვდება და ასე შემდეგ.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი.

V ჯგუფი. VI ტური

კორინთიანსი-სან ხოსე 3:0
გოლები: 1:0 რომარინიო (26), 2:0 გერერო (60), 3:0 ედენილსონი (90).
გაძევება: ტორდოია (45. სან ხოსე)

ტიხუანა-მილიონარიოსი 1:0
გოლი: 1:0 ფ. მარტინესი (90).

თ მ ფ წ ბ ქ
1. კორინთიანსი 6 4 1 1 10-2 13
2. ტიხუანა 6 4 1 1 8-4 13
3. სან ხოსე 6 1 2 3 5-11 5
4. მილიონარიოსი 6 1 0 5 2-8 3

VI ჯგუფი. V ტური

რეალ გარს.-სერო პორტენიო 5:1
გოლები: 1:0 ო. გამარა (9), 1:1 რ. ნანი (13), 2:1 მონტესი (37), 3:1 ვ. ფერეირა (73), 4:1 ფ. რამოსი (77), 5:1 ო. გამარა (90).

თ მ ფ წ ბ ქ
1. სანტა ფე 5 3 2 0 7-4 11
2. რეალ გარს. 5 3 1 1 8-5 10
3. დეპ. ტოლიმა 5 2 1 2 7-5 7
4. სერო პორტენიო 5 0 0 5 3-11 0

VIII ჯგუფი. V ტური

გრემიო-ფლუმინენსე 0:0
გაძევება: კრისი (45. გრემიო)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 5 2 2 1 4-5 8
2. გრემიო 5 2 1 2 9-5 7
3. უაჩიპატო 5 2 1 2 9-7 7
4. კარაკასი 5 2 0 3 6-11 6

ბომბარდირები: 5 - ბ. როდრიგესი (უაჩიპატო); 4 - ბარეირო (ოლიმპია), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), გერერო (კორინთიანსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: "პენიაროლი" ჯგუფში ჩარჩა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული