ლიბერტადორესის თასი: თითქმის მომხდარი სასწაული

AutoSharing Option
მე-7 ჯგუფში ბოლო ტურის მატჩები გაიმართა და კინაღამ ის სასწაული მოხდა, რომელიც ადრე გამოვრიცხეთ. მომდევნო ეტაპზე გასასვლელად, "უნივერსიდად დე ჩილეს" დიდი ანგარიშით გამარჯვება და ამავე დროს, "ნიუელსის" დიდი ანგარიშით მარცხი სჭირდებოდა.

ორივე მატჩი პარალელურად მიდიოდა და 79-ე წუთზე, როდესაც "ოლიმპიამ" 10-კაციან "ნიუელსს" მეოთხე გოლი გაუტანა და ანგარიში 4:1 გახადა, ჩილელებმა "დეპორტივო ლარას" კარში მესამე ბურთი შეაგდეს. ამ მომენტში, ხერარდო მარტინოს გუნდის გავარდნა ძალიან რეალური გახდა, რადგან საკმარისი იყო "ნიუელსს" კიდევ ერთი ბურთი გაეშვა, ვენესუელაში კი "უნივერსიდად დე ჩილეს" გაეტანა, რომ
მეორე ადგილზე ჩილელები გადადიოდნენ, მაგრამ არგენტინელთა საბედნიეროდ, მათ გაძლეს, "უნივერსიდადმა" კი ვერ და იქით გაუშვა. საბოლოოდ, დიდი ანგარიშით კი დამარცხდა, მაგრამ "ძველი ბიჭები" მაინც მეორეზე გავიდნენ, ჯგუფში კი პარაგვაის "ოლიმპიამ" იმარჯვა.

დამარცხდა პარაგვაის მეორე წარმომადგენელი "ლიბერტადი", რომელსაც "პალმეირასმა" სძლია და პირველობა ჩამოართვა. ამ ჯგუფში ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება. 19 აპრილს "სპორტინგ კრისტალი" "პალმეირასს" უმასპინძლებს, "ტიგრე" კი "ლიბერტადს" ესტუმრება.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი

II ჯგუფი. V ტური

პალმეირასი-ლიბერტადი 1:0
გოლი: 1:0 ჩარლზი (52).
გაძევება: ვესლი (62. პალმეირასი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. პალმეირასი 5 3 0 2 5-4 9
2. ლიბერტადი 5 2 2 1 7-4 8
3. ტიგრე 5 2 0 3 4-7 6
4. სპ. კრისტალი 5 1 2 2 7-8 5

VII ჯგუფი. VI ტური

დეპ. ლარა-უნივ. დე ჩილე 2:3
გოლები: 0:1 ლ. სიველი (45), 1:1 ტორეალბა (45), 1:2 ი. დიასი (47), 1:3 კორტესი (79), 2:3 ვალოიესი (85).
გაძევება: ვალოიესი (90. დეპორტივო ლარა).

ოლიმპია-ნიუელსი 4:1
გოლები: 1:0 სალგეირო (32-პენ), 1:1 კასკო (47), 2:1 ხ. ფერეირა (55), 3:1 სალგეირო (75), 4:1 ხ. ფერეირა (78).
გაძევება: ნ. გუსმანი (28. ნიუელსი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ოლიმპია 6 4 1 1 16-7 13
2. ნიუელსი 6 3 0 3 11-10 9
3. უნივ. დე ჩილე 6 3 0 3 7-9 9
4. დეპ. ლარა 6 1 1 4 8-16 4

ბომბარდირები: 5 - ბ. როდრიგესი (უაჩიპატო); 4 - ბარეირო (ოლიმპია), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), გერერო (კორინთიანსი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: უგოლო დერბი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული