სკოლარიმ ისევ გამოიძახა "პალმეირასის" ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი და ბომბარდირი ლეანდრო, ვინც თავი ბოლივიასთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაშიც გამოიჩინა. ასევე ნაკრებში არიან რონალდინიო, ჟადსონი და ლეანდრო დამიაო - ამ ფეხბურთელებს პრაქტიკულად უკანასკნელი შანსი ეძლევათ იმისთვის, რომ ნაკრებში თავი გამოიჩინონ და კონფედერაციის თასზე იასპარეზონ.
ბრაზილიის და ჩილეს ნაკრებთა მატჩი მომავალ ოთხშაბათს
მეკარეები: დიაგო კავალიერი (ფლუმინენსე), ჟეფერსონი (ბოტაფოგო).
მცველები: ანდრე სანტოსი (გრემიო), მარკოს როჩა (ატლეტიკო მინეირო), დედე (ვასკო და გამა), ენრიკე (პალმეირასი), რევერი (ატლეტიკო მინეირო).
ნახევარმცველები: ფერნანდო (გრემიო), ჟეანი (ფლუმინენსე), პაულინიო (კორინთიანსი), რალფი (კორინთიანსი), ჟადსონი (სან პაულო), რონალდინიო (ატლეტიკო მინეირო).
თავდამსხმელები: ალეშანდრე პატო (კორინთიანსი), ლეანდრო (პალმეირასი), ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი), ნეიმარი (სანტოსი), ოსვალდო (სან პაულო).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ბრაზილიის ნაკრებში კაკა გამოიძახეს, რონალდინიო – არა