ყველაზე უინტერესო სიტუაცია პირველ ჯგუფში იყო, სადაც მხოლოდ პირველი ადგილის მფლობელი იყო გამოსარკვევი. "სან მარტინთან" შერცხვენის შემდეგ (1:6), "ბოკამ" მორიგი მარცხი განიცადა და საბოლოოდ, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. პირველობა კი
თითო საგზური თამაშდებოდა მესამე და მერვე ჯგუფებში. მესამე ჯგუფში ბრაზილიური დერბი გაიმართა, რომელშიც "სან პაულომ" "ატლეტიკო მინეიროს" მოუგო და მომდევნო ეტაპზე გააღწია. სხვათა შორის, უკვე ცნობილია, რომ "სან პაულო" ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსანი იქნება, ხოლო "ატლეტიკო მინეირო" საუკეთესო შედეგის მქონე პირველადგილოსანი. შესაბამისად, ეს გუნდები ერთმანეთს მერვედფინალში შეხვდებიან.
ჯერჯერობით მხოლოდ ეს ერთი წყვილია ცნობილი, დანარჩენი ბოლო მატჩების შემდეგ გაირკვევა.
ბრაზილიურ დერბიში ანგარიში როჟერიო სენიმ გახსნა და ლიბერტადორესის თასზე საკუთარი გუნდის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარა. 40 წლის კიპერმა ამ სეზონში უკვე მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირებშიც გაერია. ახლა ეს გუნდები კიდევ ორჯერ შეხვდებიან ერთმანეთს და ლეგენდარულ მეკარეს მონაგარის გაზრდის საშუალებაც ექნება.
ავი ძაღლის პრინციპით იმოქმედა სარანდის "არსენალმა", რომელიც ჯგუფიდან მხოლოდ იმ შემთხვევაში გავიდოდა, თუ თავად მოიგებდა, ხოლო "სან პაულო" გამარჯვებას ვერ შეძლებდა. საბოლოოდ, სარანდელებმა თავიანთი მატჩი მოიგეს, მაგრამ მაინც ჯგუფში ჩარჩნენ. მეორე ადგილის დაკავება შეეძლო ბოლივიურ "სტრონგესტს", მაგრამ ბოლივიელებს არგენტინაში მოგების შანსი არ ჰქონიათ.
მერვე ჯგუფში კოლუმბიურმა "სანტე ფემ", რომელიც აბსოლუტურად უმოტივაციოდ იყო, პერუს "რეალ გარსილასო" დაამარცხა და ასევე კოლუმბიურ "დეპორტეს ტოლიმას" ჯგუფიდან გასვლის შანსი მისცა, მაგრამ თანამემამულეებმა ამ საჩუქრით ვერ ისარგებლეს. ყველაზე საოცარი კი ის გახლავთ, რომ ასეთ გადამწყვეტ მომენტში "ტოლიმამ" ვერ დაამარცხა გუნდი, რომელსაც მანამდე ყველა მატჩი წაგებული ჰქონდა.
საბოლოოდ, "სერო პორტენიომ" პირველი და უკანასკნელი ქულა მოიპოვა, ჯგუფიდან კი "რეალ გარსილასო" გავიდა.
უკვე ცნობილია 1/8-ფინალის 13 მონაწილე. ესენი არიან: "ნასიონალი", "ბოკა ხუნიორსი", "პალმეირასი", "ატლეტიკო მინეირო", "სან პაულო", "ველეს სარსფილდი", "ემელეკი", "კორინთიანსი", "ტიხუანა", "სანტა ფე", "რეალ გარსილასო", "ოლიმპია" და "ნიუელს ოლდ ბოისი".
დარჩენილი სამი საგზურისთვის 6 გუნდი იბრძვის. მეორე ჯგუფში, მეორე ადგილის დაკავების შანსი პარაგვაის "ლიბერტადს" და არგენტინულ "ტიგრეს" აქვთ. ეს გუნდები ერთმანეთს პარაგვაიში ხვდებიან და მასპინძლებს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც აწყობთ.
მერვე ჯგუფიდან გასვლის შანსი კი ოთხივე გუნდს აქვს. "ფლუმინენსე" "კარაკას" უმასპინძლებს და ჯგუფიდან არწაგების შემთხვევაშიც გავა, "უაჩიპატო" კი "გრემიოს" შეხვდება და თუ მოუგებს, მინიმუმ მეორე ადგილს დაიკავებს, თავის მხრივ, "გრემიოს" ხელს ფრეც აძლევს.
ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი
I ჯგუფი. VI ტური
ბარსელონა-ნასიონალი 1:0
გოლი: 1:0 კასტილიეხოსი (37).
გაძევება: პერლასა (90. ბარსელონა).
ტოლუკა-ბოკა 3:2
გოლები: 1:0 ე. ბენიტესი (9), 1:1 სომოსა (45), 2:1 ფ. სანტოსი (65), 2:2 გ. ფერნანდესი (77), 3:2 ფ. სანტოსი (81).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ნასიონალი 6 3 1 2 10-6 10
2. ბოკა 6 3 0 3 7-7 9
3. ტოლუკა 6 2 2 2 8-11 8
4. ბარსელონა 6 1 3 2 5-6 6
III ჯგუფი. VI ტური
არსენალი-სტრონგესტი 2:1
გოლები: 1:0 როლე (30), 2:0 ფურჩი (62), 2:1 რეინა (90).
სან პაულო-ატლ. მინეირო 2:0
გოლები: 1:0 როჟერიო სენი (57-პენ), 2:0 ადემილსონი (82).
თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლ. მინეირო 6 5 0 1 16-9 15
2. სან პაულო 6 2 1 3 8-8 7
3. არსენალი 6 2 1 3 10-15 7
4. სტრონგესტი 6 2 0 4 8-10 6
VIII ჯგუფი. VI ტური
სანტა ფე-რეალ გარს. 2:0
გოლები: 1:0 ვ. მედინა (46), 2:0 მარტინეს ბორხა (71).
გაძევება: გუადელუპე (79. რეალ გარსილასო).
სერო პორტენიო-დეპ. ტოლიმა 0:0
თ მ ფ წ ბ ქ
1. სანტა ფე 6 4 2 0 9-4 14
2. რეალ გარს. 6 3 1 2 8-7 10
3. დეპ. ტოლიმა 6 2 2 2 7-5 8
4. სერო პორტენიო 6 0 1 5 3-11 1
ბომბარდირები: 5 – ბ. როდრიგესი (უაჩიპატო); 4 – ბარეირო (ოლიმპია), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე), გერერო (კორინთიანსი), მარტინეს ბორხა (სანტე ფე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: თითქმის მომხდარი სასწაული