არგენტინის თასიდან გამოვარდნილი გუნდის ფანებმა ფეხბურთელები სცემეს

AutoSharing Option
არგენტინის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში მოთამაშე გუნდის, "ურაკანის" ასამდე გააფთრებული გულშემატკივარი ფეხბურთელებს გასახდელში მიუვარდა.

ფანებმა ფეხბურთელები ჯერ სცემეს, შემდეგ კი ფული და პირადი ნივთები წაართვეს.

გუნდის მწვრთნელის, ხოსე მარია ლიოლის თქმით, თავდასხმა არგენტინის თასიდან გუნდის გამოვარდნიდან მეორე დღეს მოხდა. "ურაკანმა" ელიტური დივიზიონის კლუბ "გოდოი კრუსთან" ანგარიშით 0:1 წააგო.

თავდამსხმელებს ასევე დაუზიანებიათ კლუბის ფეხბურთელთა და თანამშრომელთა რვა ავტომობილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული