ლიბერტადორესის თასი: უდანაკარგო ბრაზილიელები

AutoSharing Option
დასრულდა ლიბერტადორესის თასის ჯგუფური ეტაპი და ყველა მერვედფინალისტი გაირკვა. ჯგუფური ეტაპის ბოლო დღეს გასარკვევი 3 საგზურის ბედი იყო. გაცილებით დაძაბული მდგომარეობა მერვე ჯგუფში გახლდათ, სადაც მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი ოთხივე გუნდს ჰქონდა.

საბოლოოდ, ბრაზილიურ კლუბებს პრობლემები არ შექმნიათ. "ფლუმინენსემ" რაფაელ სობისის ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, "გრემიო" კი თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში იგებდა (გოლი უბერებელმა ზე რობერტომ გაიტანა) და გამთანაბრებელი გოლი მხოლოდ ბოლოსწინა წუთზე გაუშვა. "უაჩიპატომ" მოსაგებად გაიწია, მაგრამ ჩილელებს დრო აღარ ეყოთ და მერვედფინალში ბრაზილიელები
გავიდნენ.

მეორე ჯგუფის გადამწყვეტი მატჩი პარაგვაიში გაიმართა. "ლიბერტადი" "ტიგრეს" მასპინძლობდა და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ფრეც ეყოფოდა. არგენტინელებმა მცირე სასწაული მოახდინეს და ურთულესი მატჩი მოიგეს, თუმცა სტუმრებს პარაგვაელთა მცველი ისმაელ ბენეგასი დაეხმარა - 25 წლის ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო და საკუთარი გუნდი ათი კაცით დატოვა. "ტიგრეს" მხრიდან დუბლი რუბენ ბოტამ და მატიას პერეს გარსიამ შეასრულეს, ერთი გოლი კი (პენალტით) გასტონ დიასმა გაიტანა.

გაირკვა ყველა მერვედფინალური წყვილი და სატურნირო ბადეც. პირველი ოთხი წყვილი სატურნირო ბადის ერთ მხარეს მოხვდა, მეორე ოთხეული კი საპირისპირო მხარეს.

მერვედფინალების პირველი მატჩები 23 აპრილს გაიმართება.

გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:

"ატლეტიკო მინეირო"-"სან პაულო", "პალმეირასი"-"ტიხუანა", "კორინთიანსი"-"ბოკა ხუნიორსი", "ველეს სარსფილდი"-"ნიუელს ოლდ ბოისი".

"სანტა ფე"-"გრემიო", "ნასიონალი"-"რეალ გარსილასო", "ოლიმპია"-"ტიგრე", "ფლუმინენსე"-"ემელეკი".

თვალშისაცემია, რომ პირველი ოთხი წყვილი, საიდანაც ერთი ფინალისტი უნდა გაირკვეს, გაცილებით ძლიერია, ვიდრე მეორე ოთხეული, სადაც აშკარა ფავორიტად "ფლუმინენსე" მოჩანს.

ძალიან საინტერესო წყვლებია "ატლეტიკო მინეირო"-"სან პაულო" და "კორინთიანსი"-"ბოკა ხუნიორსი". ბრაზილიელები ჯგუფშიც ერთად იყვნენ და ერთმანეთს ბოლო ტურშიც შეხვდნენ, "კორინთიანსი" და "ბოკა" კი ერთმანეთს შარშანდელი ტურნირის ფინალში დაუპირისპირდნენ და მაშინ გამარჯვება ბრაზილიელებმა (1:1, 2:0) მოიპოვეს.

აქვე ვთქვათ, რომ ბრაზილიას ჯერ გუნდი არ დაუკარგავს - "პენტაკამპეონები" მერვედფინალში 6 გუნდით არიან წარმოდგენილნი, არგენტინას 4 გუნდი ჰყავს, ხოლო დანარჩენი 6 კლუბი 6 სხვადასხვა ქვეყნიდან (მექსიკა, ურუგვაი, პერუ, პარაგვაი, კოლუმბია, ეკვადორი) არის.

ლიბერტადორესის თასი. ჯგუფური ეტაპი.

II ჯგუფი. VI ტური

სპ. კრისტალი-პალმეირასი 1:0
გოლი: 1:0 ავილა (49).

ლიბერტადი-ტიგრე 3:5
გოლები: 0:1 ბოტა (11), 1:1 სამუდიო (14), 1:2 პერეს გარსია (29), 1:3 გ. დიასი (36-პენ), 2:3 ა. ნუნიესი (38), 2:4 პერეს გარსია (55), 2:5 ბოტა (78), 3:5 პ. ველასკესი (90).
გაძევება: ბენეგასი (33. ლიბერტადი)

თ მ ფ წ ბ ქ
1. პალმეირასი 6 3 0 3 5-5 9
2. ტიგრე 6 3 0 3 9-10 9
3. ლიბერტადი 6 2 2 2 10-9 8
4. სპ. კრისტალი 6 2 2 2 8-8 8

VIII ჯგუფი. VI ტური

ფლუმინენსე-კარაკასი 1:0
გოლი: 1:0 რაფაელ სობისი (54).

უაჩიპატო-გრემიო 1:1
გოლები: 0:1 ზე რობერტო (33), 1:1 ასევალი (89).

თ მ ფ წ ბ ქ
1. ფლუმინენსე 6 3 2 1 5-5 11
2. გრემიო 6 2 2 2 10-6 8
3. უაჩიპატო 6 2 2 2 10-8 8
4. კარაკასი 6 2 0 4 6-12 6

ბომბარდირები: 5 - ბ. როდრიგესი (უაჩიპატო); 4 - ავილა (სპორტინგ კრისტალი), ბოტა (ტიგრე), ბარეირო (ოლიმპია), მარტინეს ბორხა (სანტე ფე), გერერო (კორინთიანსი), ლაიხტვაისი (დეპორტეს ტოლიმა), ლუიშ ფაბიანო (სან პაულო), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი), ვილიალობოსი (დეპორტეს იკიკე).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიბერტადორესის თასი: როჟერიო სენის მორიგი გოლი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული