ტორნეო ფინალი. X ტური: ლიდერთა ტრიო გამოიკვეთა

AutoSharing Option
ლიდერები
ტორნეო ფინალის მე-10 ტური პარასკევს, "ველეს სარსფილდის" და "ნიუელს ოლდ ბოისის" დაპირისპირებით დაიწყო. ეს გუნდები 24 აპრილს ერთმანეთს უკვე ლიბერტადორესის თასის ეგიდით შეხვდებიან. შესაბამისად, არგენტინის ჩემპიონატის მატჩს ნაკლები ყურადღება დაეთმო.

ეს უფრო მაინც მასპინძლებზე ითქმის, რომლებიც მოედანზე სარეზერვო გუნდით გამოვიდნენ. "ნიუელსი", საერთაშორისო არენის გარდა, პირველობისთვის შინაურ ასპარეზზეც იბრძვის და ამიტომ ხერარდო მარტინომ მინდორზე, პრაქტიკულად, ძირითადი შემადგენლობა გამოიყვანა. ეს ყველაფერი შედეგზეც აისახა - მარტინ ტონსოს, მარკოს კასერესის და მაქსი ურუტის გოლების წყალობით, "ძველმა ბიჭებმა" 3:1 მოიგეს და დროებით პირველ ადგილზე
გადავიდნენ.

ვერ მოიგო "ლანუსმა", რომელიც გასავარდნად განწირულ "უნიონს" ეწვია და შინ ქულით დაბრუნდა. გილერმო ბაროს შელოტოს გუნდი ერთადერთი დაუმარცხებელი კლუბია, მაგრამ უკვე ერთპიროვნული ლიდერი აღარ არის.

მესამე ადგილზე მყარად დამკვიდრდა "რივერ პლეიტი". "ლოს მილიონარიოსმა", მოსისხლე მტრის, "ბოკა ხუნიორსის" ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირის, მარტინ პალერმოს მიერ გაწვრთნილი "გოდოი კრუსი" დაამარცხა.

გაჭირვებულები
"ბოკა ხუნიორსის" მოუგებელი სერია უკვე ცხრამდე ავიდა. კარლოს ბიანკის გუნდი საშინლად თამაშობს. ამ ტურში "ბომბონერას" "ბელგრანო" ეწვია და მასპინძელთან ქულები გაიყო. სამართლიანობისთვის უნდა აღვნიშნოთ, რომ "ბოკამ", კერძოდ, ნიკოლას ბლანდიმ მეხუთე წუთზე გოლი გაიტანა, მაგრამ თანამსაჯი წამიერად "დაბრმავდა" და აშკარა გოლი ვერ დაინახა. გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ბურთმა კარის ხაზი ნახევარი მეტრით მაინც გადაკვეთა.

მასპინძლები უპირატესობას ამის შემდეგაც ფლობდნენ, მაგრამ რამდენიმე რეალური მომენტი ვერ გამოიყენეს. საბოლოოდ, 0:0.

არაფერი შველის "ინდეპენდიენტეს". ლიბერტადორესის თასის 7-გზის ჩემპიონმა მწვრთნელი შეიცვალა, მაგრამ მის შემთხვევაში ვერც "ახალი ცოცხის პრინციპმა" იმუშავა. მიგელ ბრინდისის პირველი მატჩი "ატლეტიკო რაფაელასთან" ჰქონდა, რომელიც "ინდეპენდიენტეს" კონკურენტი იყო. დიახ, იყო, რადგან ამ ტურის შემდეგ "ინდეპენდიენტეს" სასწაული თუ იხსნის.

მორიგი მატჩი წააგო "ესტუდიანტესმა", რომელიც ერთადერთი გუნდია, ვისაც ჯერ თამაში არ მოუგია. გასავარდნად განწირული გუნდებისთვის სამწუხაროდ, "სტუდენტების" დამარცხება "კილმესმა" შეძლო, რომელიც გაჭირვებულთა ტრიოს ერთადერთი რეალური კონკურენტია.

მატჩის ერთადერთი გოლი მარტინ კაუტერუჩიომ გაიტანა - ურუგვაელმა თავი 88-ე წუთზე გამოიჩინა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი სამი ქულა მოუტანა.

ტორნეო ფინალი. X ტური

ველესი-ნიუელსი 1:3
გოლები: 0:1 ტონსო (20), 1:1 რესკალდანი (57), 1:2 მ. კასერესი (64), 1:3 ურუტი (77).

რასინგი-კოლონი 1:1
გოლები: 1:0 კამორანეზი (67), 1:1 მორენო ი ფაბიანესი (86).

ოლ ბოისი-სან მარტინი 1:1
გოლები: 1:0 ვილდოსო (58-პენ), 1:1 ლანდა (59).

კილმესი-ესტუდიანტესი 1:0
გოლები: 1:0 კაუტერუჩიო (88).

ატლ. რაფაელა-ინდეპენდიენტე 2:0
გოლი: 1:0 ფ. გონსალესი (6), 2:0 დ. ვერა (76).
გაძევება: მანკუელო (29. ინდეპენდიენტე)

არსენალი-სან ლორენსო 1:3
გოლები:L0:1 ლ. ნავარო (23), 1:1 ფურჩი (62), 1:2 ე. ვილიალბა (64), 1:3 ბუფარინი (90).

გოდოი კრუსი-რივერი 1:2
გოლები: 0:1 ლანსინი (32-პენ), 1:1 კასტილიონი (35), 1:2 ე. ალვარესი (54).
გაძევება: ლუნა (90. რივერი)

ტიგრე-არ. ხუნიორსი 1:0
გოლები: 1:0 ლეგისამონი (83).
გაძევება: მახიოლო (38. ტიგრე), ლაბა (45. არ. ხუნიორსი), მატელანი (90. არ. ხუნიორსი).

ბოკა-ბელგრანო 0:0
უნიონი-ლანუსი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

Sportall.Ge
ბომბარდირები: 7 – ჟიგლიოტი (კოლონი); 6 – სილვიო რომერო (ლანუსი), სკოკო (ნიუელს ოლდ ბოისი); 5 – ვილდოსო (ოლ ბოისი).

სარელეგაციო ცხრილი:

თ ქ საშ.
14. ატლ. რაფაელა 67 86 1.284
15. სან ლორენსო 105 130 1.238
16. არ. ხუნიორსი 105 129 1.229
17. კილმესი 29 35 1.207
18. ინდეპენდიენტე 105 116 1.105
19. სან მარტინი 67 73 1.090
20. უნიონი 67 68 1.015

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტორნეო ფინალი. IX ტური: "ბოკა ხუნიორსი" საშვილიშვილოდ შერცხვა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული