შტატების ჩემპიონატები: პლეი ოფების დრო მოვიდა

AutoSharing Option
დასრულდა პაულისტას რეგულარული ეტაპი, რომლის შედეგადაც გაირკვა ის 8 გუნდი, რომელიც ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეი ოფიდან გააგრძელებს. ბოლო ტურის წინ ოქტეტში მოხვედრის შანსი "პენაპოლენსეს" ჰქონდა, მაგრამ ამ გუნდმა უმოტივაციო "სანტოსთან" წააგო.

გასარკვევი იყო იმ გუნდის ვინაობაც, რომელიც მე-17 ადგილს დაიკავებდა და ლიგიდან გავარდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ "მირასოლმა" თავისი მატჩი მოიგო, იმარჯვა მისმა ყველა კონკურენტმაც და ეს გუნდი პაულისტა 2-ში გავარდა.

პლეი ოფი 27 აპრილს დაიწყება, გუნდები კი ასე დაწყვილდნენ:

სან პაულო-პენაპოლენსე
მოჟი მირიმი-ბოტაფოგო სპ
სანტოსი-პალმეირასი
პონტე პრეტა-კორინთიანსი

* * *
"ტაკა
რიოს" გათამაშებაში პლეი ოფში გამსვლელთა ვინაობა ბოლო ტურის წინ ცნობილი იყო. გასარკვევი რჩებოდა ის, თუ ვინ ვის შეხვდებოდა. საბოლოოდ, ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა: "რესენდემ" წააგო, "ფლუმ" მოიგო და 1/2-ფინალში პირველი ადგილით გავიდა.

პლეი ოფში გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ბოტაფოგო-რესენდე
ფლუმინენსე-ვოლტა რედონდა

შეგახსენებთ, რომ კარიოკას პირველი ეტაპი, "ტაკა გუანაბარა" "ბოტაფოგომ" მოიგო, რომელიც "ტაკა რიოს" მოგების შემთხვევაში, შტატის ჩემპიონი გახდება. თუ "ტაკა რიო" რომელიმე სხვა გუნდმა მოიგო, მაშინ "ბოტაფოგო" მას ფინალში დაუპირისპირდება.

პაულისტა. XIX ტური

სანტოსი-პენაპოლენსე 2:1
გოლები: 1:0 ანდრე (26), 2:0 სისერო (29), 2:1 გუარუ (54).

კორინთიანსი-ატლ. სოროკაბა 2:0
გოლები: 1:0 დანილო (35), 2:0 პატო (45).

იტუანო-პალმეირასი 2:1
გოლები: 1:0 ფერნანდო გაბრიელი (69), 1:1 ტიაგო რეალი (70), 2:1 მარკაო (90).

მოჟი მირიმი-სან პაულო 1:0
გოლი: 1:0 როჟერ გაუჩო (41).

ბრაგანტინო-პონტე პრეტა 0:0
მირასოლი-ლინენსე 3:0
ოესტე-სან ბერნარდო 0:4
სან კაეტანო-პაულისტა 0:2
გუარანი-უნიაო ბარბარენსე 1:3
XV დე პირასიკაბა-ბოტაფოგო სპ 4:1

თ მ ფ წ ბ ქ
1. სან პაულო 19 13 2 4 34 - 18 41
2. მოჟი მირიმი 19 12 3 4 36 - 19 39
3. სანტოსი 19 11 6 2 35 - 21 39
4. პონტე პრეტ 19 10 8 1 27 - 13 38
5. კორინთიანსი 19 9 8 2 31 - 16 35
6. პალმეირასი 19 9 7 3 34 - 24 34
7. ბოტაფოგო სპ 19 9 4 6 26 - 23 31
8. პენაპოლენსე 19 8 4 7 26 - 22 28
9. ლინენსე 19 7 6 6 27 - 29 27
10. XV დე პირ. 19 6 7 6 31 - 30 25
11. ბრაგანტინო 19 6 7 6 25 - 28 25
12. სან ბერნარდო 19 5 5 9 24 - 30 20
13. პაულისტა 19 5 5 9 19 - 25 20
14. იტუანო 19 5 5 9 20 - 29 20
15. ატლ. სოროკაბა 19 5 4 10 26 - 30 19
16. ოესტე 19 5 4 10 21 - 32 19
17. მირასოლი 19 5 3 11 31 - 33 18
18. უნ. ბარბარენსე 19 3 7 9 14 - 28 16
19. სან კაეტანო 19 2 7 10 19 - 35 13
20. გუარანი 19 2 4 13 20 - 41 10

ბომბარდირები: 12 - ნეიმარი (სანტოსი); 11 - ვილიამი (პონტე პრეტა); 10 - ფერნანდო ბაიანო (სან ბერნარდო).

კარიოკა. ტაკა რიო. VII ტური

მაკაე-ფლამენგო 1:3
გოლები: 1:0 მარკოს გოიანო (7), 1:1 ერნანი (47), 1:2 ნიქსონი (59), 1:3 ერნანი (61).

ვოლტა რედონდა-ბოტაფოგო 0:1
გოლი: 0:1 ბრუნო მენდეში (50).

ფლუმინენსე-ბანგუ 2:0
გოლები: 1:0 რაინერი (6), 2:0 რაფაელ სობისი (90)

ფრიბურგენსე-კისამა 4:2
დუკე დე კაშიასი-აუდაქს რიო 0:1
ბოავიშტა-რესენდე 3:2
ოლარია-ნოვა იგუასუ 2:1
მადურეირა-ვასკო 1:0

სატურნირო მდგომარეობა:
A ჯგუფი: 1. ბოტაფოგო - 21 ქულა, 2. ვოლტა რედონდა - 13... 7. ვასკო და გამა - 7.

B ჯგუფი: 1. ფლუმინენსე - 16, 2. რესენდე - 15, 3. ფლამინგო - 11

ბომბარდირები: 5 - ლოდეირო (ბოტაფოგო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: ესეც პოკერი!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული