დეკუ დოპინგზე ჩავარდა

AutoSharing Option
ბრაზილიური O Globo-ს ინფორმაციით, 30 მარტს ჩატარებულმა დოპინგტესტმა "ფლუმინენსეს" 35 წლის პლეიმეიკერის დეკუს სისხლში აკრძალული პრეპარატი ფუროსემიდი აღმოაჩინა.

ფეხბურთელი აცხადებს, რომ აღნიშნული ნივთიერება მის ორგანიზმში იმ ვიტამინებთან ერთად მოხვდა, რომელსაც რეგულარულად სვამს. სამშაბათს მას პირველად მოუხდა ახსნა-განმარტების მიცემა ამ საქმეზე. თუკი განმეორებითმა სინჯმა პირველის პასუხი დაადასტურა, ვეტერანს 2-წლიანი დისკვალიფიკაცია ელოდება, რაც, პრაქტიკულად, მისი კარიერის დასასრულს ნიშნავს.

2012 წლის იანვარში ფიფამ ანალოგიური დარღვევის გამო "შახტარისა" და უკრაინის ნაკრების მეკარე ალექსანდრ რიბკას სწორედ ამდენი ხნით აუკრძალა ფეხბურთის თამაში. ფუროსემიდი თავისთავად დოპინგი არ
არის, მაგრამ რაკი ის ძლიერი შარდმდენია, სპორტსმენები ხშირად იყენებენ აკრძალული ნივთიერებების ორგანიზმიდან სწრაფად გამოსადევნად. შესაბამისად, ის მსოფლიოს ანტისადოპინგო ორგანიზაციის (WADA) მიერ არის აკრძალული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული