"მოჟი მირიმის" და "სანტოსის" შეხვედრაში გამარჯვება სან პაულოს შტატის ჩემპიონატის ბოლო სამი ტურნირის გამარჯვებულს დარჩა. არადა, ნეიმარის გუნდი პირველი ტაიმის შემდეგ აგებდა - მასპინძლები 45-ე წუთზე რონიმ დააწინაურა. წონასწორობის აღდგენა სტუმრებმა მხოლოდ 77-ე წუთზე შეძლეს. "სანტოსი" კაპიტანმა და ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა, "ფენერბაჰჩეს" ყოფილმა მცველმა ედუ დრასენამ გადაარჩინა. საბოლოოდ, პენალტების სერიაში მურისი რამალიოს გუნდმა იმარჯვა და კიდევ ერთხელ გავიდა ფინალში.
"სანტოსის" მეტოქე "კორინთიანსი" იქნება, რომელმაც "სან პაულოს" აჯობა. შეხვედრა
ამ ეპიზოდს, რა თქმა უნდა, დიდი გარჩევა და გაწევ-გამოწევა მოჰყვა. განსაკუთრებით სიტუაცია პენალტების სერიის შემდეგ დაიძაბა, ვინაიდან "სან პაულომ" 3:4 წააგო.
სხვათა შორის, სკანდალური იყო ბოლო პენალტიც, ოღონდ აქ არბიტრი მართალი იყო: 3:3-ზე 11-მეტრიანის შესასრულებლად ალეშანდრე პატო მივიდა, რომლის დარტყმულიც როჟერიო სენიმ კი მოიგერია, მაგრამ დარტყმამდე კარის წინ დაახლოებით 4 მეტრით მაინც გამოვიდა. მსაჯმა, აბსოლუტურად სამართლიანად, პენალტის თავიდან შესრულება ბრძანა. ამჯერად სენი ხაზზე დარჩა, პატომ კი ზუსტად დაარტყა და "კორინთიანსი" ფინალში გაიყვანა.
ფინალი ორმატჩიანი იქნება. პირველი შეხვედრა "კორინთიანსის" მოედანზე 12 მაისს გაიმართება, საპასუხო კი 19 მაისს.
* * *
"ტაკა რიოს" ფინალში "ბოტაფოგომ" "ფლუმინენსეს" 1:0 მოუგო. იმის გამო, რომ "ტაკა გუანაბარაზეც" "ბოტაფოგომ" იმარჯვა, რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონიც ეს გუნდი გახდა. გარინჩას კლუბმა შტატის ჩემპიონის მე-20 ტიტული მოიპოვა.
რიოს ყველაზე წარმატებული გუნდი "ფლამენგოა", რომელიც 32-გზის ჩემპიონია. ერთით ნაკლები ტიტული აქვს "ფლუმინენსეს", მესამე კი "ვასკო და გამაა", რომელიც ტურნირის გამარჯვებული 22-ჯერ გახდა.
კლარენს ზეედორფის "ბოტაფოგომ" მართლაც შესანიშნავად იასპარეზა და ყველას დაუმტკიცა, რომ ბრაზილიის მომავალი ჩემპიონატის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება.
პაულისტა. 1/2-ფინალი
მოჟი მირიმი-სანტოსი 1:1 პენ. 4:5
გოლები: 1:0 რონი (45), 1:1 ედუ დრასენა (77).
სან პაულო-კორინთიანსი 0:0 პენ. 3:4
კარიოკა. ტაკა რიო. ფინალი
ბოტაფოგო-ფლუმინენსე 1:0
გოლი: 1:0 რაფაელ მარკეში (40).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
შტატების ჩემპიონატები: კანონზომიერი შედეგები