კლარენს ზეედორფი რიოში საუკეთესოა

AutoSharing Option
რიო დე ჟანეიროს შტატის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად კლარენს ზეედორფი დაასახელეს.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის გამარჯვებული ჰოლანდიელის "ბოტაფოგო" გახდა, რომელმაც კარიოკას ორივე ეტაპი (ტაკა გუანაბარა და ტაკა რიო) მოიგო და ისე გაჩემპიონდა, რომ სუპერფინალის ჩატარება საჭირო არ გახდა. "ფოგოს" ტრიუმფში ყველაზე დიდი წვლილი 37 წლის ნახევარმცველმა შეიტანა.

სიმბოლურ ნაკრებში ჩემპიონის 8 ფეხბურთელი მოხვდა. გარდა ამისა, "ბოტაფოგოს" წევრებმა მოიგეს საუკეთესო მწვრთნელის (ოსვალდო დე ოლივეირა) და ახალბედას (ვიტინიო) პრიზიც.

კარიოკას სიმბოლური ნაკრები:
მეკარე: ჟეფერსონი (ბოტაფოგო)
მცველები: ლუკასი (ბოტაფოგო), ბოლივარი (ბოტაფოგო), დორია (ბოტაფოგო), კარლინიოსი (ფლუმინენსე).
ნახევარმცველები:
გაბრიელი (ბოტაფოგო), ჟეანი (ფლუმინენსე), კლარენს ზეედორფი (ბოტაფოგო), ნიკოლას ლოდეირო (ბოტაფოგო).
თავდამსხმელები: ერნანი (ფლამენგო), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. შტატების ჩემპიონატები: "ბოტაფოგო" რიოს ჩემპიონია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული