კონფედერაციათა თასი: ოსკარ ტაბარესმა შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, რამდენიმე დღეში ბრაზილიაში სტარტს კონფედერაციის თასი აიღებს. ტურნირის მონაწილე რვა ქვეყნიდან ერთ-ერთის მწვრთნელმა ოსკარ ვაშინგტონ ტაბარესმა 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ურუგვაის ნაკრები ბრაზილიაში, პრაქტიკულად, უძლიერესი გუნდით მიემგზავრება.

პირველ შეხვედრას ურუგვაელები 16 ივნისს ესპანეთთან გამართავენ, ოთხ დღეში მათი მეტოქე ნიგერიის ნაკრები იქნება, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კი "სელესტა" ტაიტის შეხვდება. ამის გარდა, ურუგვაის ნაკრებს კიდევ ერთი მატჩი აქვს - 11 ივნისს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში. ტაბარესის გუნდი ვენესუელას შეხვდება.

ურუგვაის ნაკრების განაცხადი:

მეკარეები: ფერნანდო მუსლერა (გალათასარაი), მარტინ სილვა (ოლიმპია, პარაგვაი), ხუან
კასტილიო (დანუბიო)


მცველები: ანდრეს სკოტი (ნასიონალი), მაქსი პერეირა (ბენფიკა), დიეგო ლუგანო (მალაგა), დიეგო გოდინი (ატლეტიკო), სებასტიან კოატესი (ლივერპული), მარტინ კასერესი (იუვენტუსი), მარტინ აგირეგარაი (პენიაროლი)

ნახევარმცველები: ალვარო გონსალესი (ლაციო), ალვარო პერეირა (ინტერი), ეგიდიო არევალო რიოსი (პალერმო), დიეგო პერესი (ბოლონია), ვალტერ გარგანო (ინტერი), კრისტიან როდრიგესი (ატლეტიკო), გასტონ რამირესი (საუთჰემპტონი), ნიკოლას ლოდეირო (ბოტაფოგო), სებასტიან ეგურენი (ლიბერტადი)

თავდამსხმელები: ლუის სუარესი (ლივერპული), ედინსონი კავანი (ნაპოლი), დიეგო ფორლანი (ინტერნასიონალი), აბელ ერნანდესი (პალერმო)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ურუგვაის ფეხბურთელთა ნაკრების განაცხადი ოლიმპიადისთვის ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული