ამ ბურთების შემდეგ მესიმ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით დიეგო მარადონას გადასწრო.
გვატემალასთან ამხანაგური შეხვედრის შემდეგ მესის ანგარიშზე ნაკრების მაისურით ჩატარებულ 82 მატჩში 35 გატანილი გოლია.
"ბარსელონას" ლიდერი ამ მაჩვენებლით ერნან კრესპოს გაუთანაბრდა, რომელსაც 64 მატჩში ასევე 35 გოლი აქვს გატანილი. მარადონას ანგარიშზე კი 91 შეხვედრაში 34 გოლია.
არგენტინის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის წოდება ამჟამად გაბრიელ ბატისტუტას ეკუთვნის, რომელმაც 78 მატჩში 56 გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო