პირველი შეხვედრა "მორუმბიზე", "სან პაულოს" საშინაო არენაზე გაიმართა და სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ანგარიში 30-ე წუთზე ხოსე პაოლო გერერომ გახსნა და "ტიმაო" დააწინაურა. პირველ ნახევარში მეტი საინტერესო არაფერი მომხდარა. აი, მეორე ტაიმმა სტუმართა უპირატესობით ჩაიარა, მაგრამ
ამის შემდეგ უპირატესობა მთლიანად "კორინთიანსის" მხარეს გადავიდა და 76-ე წუთზე ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა. გამარჯვების მომტანი გოლის გატანა კიდევ ერთმა ცვლილებაზე შემოსულმა ფეხბურთელმა, რენატო აუგუსტომ შეძლო - ლევერკუზენის "ბაიერის" ყოფილმა მოთამაშემ ფაბიო სანტოსის გადაცემით ისარგებლა და როჟერიო სენის კარი დალაშქრა.
ფაბიო სანტოსმა თავი არა მარტო საგოლე გადაცემით, არამედ დაცვითი ფუნციების შესრულების დროსაც გამოიჩინა, როდესაც მატჩის დამთავრებამდე რამდენიმე წუთით ადრე საკუთარი გუნდი გოლისგან იხსნა და ალოიზიოს დარტყმული კარის ხაზიდან გამოიტანა. საბოლოოდ, 1:2 და საპასუხო მატჩის წინ, რომელიც "პაკაემბუზე" 17 ივლისს უნდა გაიმართოს, "კორინთიანსი" წყვილის ფავორიტად იქცა.
"სამწუხაროა, რომ ამდენი მომენტი ვარ გამოვიყენეთ და უფრო დიდი ანგარიშით ვერ მოვიგეთ. გამარჯვება, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, რომ საპასუხო შეხვედრაშიც ასევე კარგად ვითამაშოთ," - განაცხადა "კორინთიანსის" მცველმა პაულო ანდრემ.
ისე, საინტერესოა, რომ ეს ამ გუნდების საიუბილეო, 250-ე დაპირისპირება იყო და "კორინთიანსმა" 89-ე გამარჯვება მოიპოვა. 82 შეხვედრა ფრედ დასრულდა, "სან პაულოს" ანგარიშზე კი 79 მოგებაა.
სან პაულო-კორინთიანსი 1:2
გოლები: 0:1 გერერო (30), 1:1 ალოიზიო (46), 1:2 რენატო აუგუსტო (79)
სან პაულო (4-4-2): როჟერიო სენი - დუგლასი (46. ველინგტონი), ლუსიო, რაფაელ ტოლოი, ჟუანი - ჟადსონი, როდრიგო კაიო, დენილსონი (80. ლუკას ევანგელისტა), განსო (46. ალოიზიო) - ოსვალდო, ლუიშ ფაბიანო
კორინთიანსი (4-2-3-1): კასიო - ედენილსონი, ჟილი, პაულო ანდრე, ფაბიო სანტოსი - რალფი, გილერმე - რომარინიო, დანილო (29. დუგლასი, 53. რენატო აუგუსტო), ემერსონ შეიკი (82. იბსონი) - გერერო
გაფრთხილება: განსო, ჟადსონი, ჟუანი, ველინგტონი - რალფი, ემერსონ შეიკი, რენატო აუგუსტო, გერერო
მაყურებელი: 31 691
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"