"კიჭა" რონალდო "ფლეიბოისთვის" ძველი დიდების დაბრუნებაზე ოცნებობს

AutoSharing Option
35 წლის ბრაზილიელი რონალდო ნაზარიო დე ლიმა, ცნობილი მეტსახელით "კიჭა", "ფლეიბოის" ბრაზილიური გამოცემის შეძენას აპირებს.

მსოფლიო ფეხბურთის ექსვარსკვლავს საკუთარი ბიზნესიმპერიის გაფართოება სურს და განთქმული ჟურნალის შეძენასაც ამიტომ ეშურება. "ფლეიბოის" ბრაზილიური ვერსია ამ ქვეყანაში პოპულარობით მეათეა და 250-ათასიანი ტირაჟით იწონებს თავს.

რონალდოს განზრახული აქვს, გამოცემას დაუბრუნოს გასული საუკუნის 90-იანი წლების დროინდელი პოპულარობა, როდესაც ჟურნალის ტირაჟი მილიონს აჭარბებდა.

რაც შეეხება "კიჭას" ბიზნესმენობას, მას მთელი ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე სატრენაჟორო დარბაზი, ბრაზილიის დედაქალაქში კი უნივერსიტეტი და კლინიკა აქვს. ამასთან, ის უძრავ ქონებას რიო დე
ჟანეიროში, სან-პაულუში, პარიზსა და მადრიდში ფლობს. სხვათა შორის, რონალდო რიოს სიახლოვეს კუნძულის მფლობელიცაა.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული