დიეგო მარადონა: როცა არგენტინულ ფეხბურთში გრონდონა და ბილარდო არიან, ესე იგი, ცუდად არის ჩვენი საქმე

AutoSharing Option
დიეგო მარადონა კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში, რა თქმა უნდა, კვლავ სკანდალური განცხადების გამო.

დიეგომ არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია გააკრიტიკა. მან განსაკუთრებით ცუდად ასოციაციის პრეზიდენტი ხულიო გრონდონა, მისი ვაჟი უმბერტო გრონდონა და ნაკრების ტექნიკური დირექტორი კარლოს ბილარდო მოიხსენია. მისი აზრით, ეს ხალხი, უბრალოდ, ვნებს არგენტინულ ფეხბურთს.

"თუკი ნაკრებში ბილარდოა და გრონდონას შვილი, რომელიც ცხოვრებაში 3-ჯერ თუ შეხებია ბურთს, ესე იგი, ცუდად ყოფილა ჩვენი საქმეები", - განაცხადა დიეგომ.

2010 წლის შემდეგ მარადონა ბილარდოს მოღალატეს უწოდებს.

ასევე იხილეთ:
The Greatest XI: პლანეტის ყველა
დროის საუკეთესო ნაკრები

მკითხველის კომენტარები / 2 /
მართალია ეს კაცი,სანამ გრონდონა არ მოშორდება არგენტინულ ფეხბურთს ვერ იქნება საქმე კარგად მანამდე
და ბლატერიც უნდა წავიდეს მაგას რო ნამუსი ქონდეს
.......
22:31 18-07-2013
0
თვითონ რომ იყო თავის დროზე მწვრთნელი ხომ ააყვავა არგენტინული ფეხბურთი.
....
11:22 19-07-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული