ფერნანდო გაგო "ბოკა ხუნიორსში" დაბრუნდა

AutoSharing Option
"ბოკა ხუნიორსის" პრეზიდენტის დანიელ ანხელიჩის განცხადებით, ფერნანდო გაგო ძველ კლუბს ორშაბათს შეუერთდება.

არგენტინელი ჟურნალისტების ცნობით, "ბოკამ" ფეხბურთელზე უფლებების 50 პროცენტი შეიძინა და "ვალენსიას" 1,7 მილიონი ევრო გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ნახევარმცველი, რომელმაც დასრულებული სეზონის მეორე ნახევარი იჯარით "ველეს სარსფილდში" გაატარა, კარიერას სწორედ "ბოკაში" იწყებდა, საიდანაც 2007 წელს მადრიდის "რეალში" გადავიდა.

2011/12 წლების სეზონი გაგომ იჯარით "რომაში" გაატარა, 2012 წლის ზაფხულში კი ის "ვალენსიამ" გამოისყიდა, თუმცა "ღამურებში" არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა მხოლოდ 6 თვე გაატარა.

ასევე იხილეთ:
ფერნანდო გაგო: "ვალენსიაში" ტიტულების
მოსაპოვებლად გადმოვედი

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული