არგენტინის ნაკრები შეხვედრას სტუმრად გამართავს.
მიუხედავად იმისა, რომ ლიონელ მესის ოფიციალურად ტრავმა აქვს, რომელიც მან ესპანეთის სუპერთასის პირველ მატჩში მიიღო, საბელიამ ნაკრების ლიდერი მაინც გამოიძახა.
ნაკრებში რამდენიმე წამყვანი მოთამაშე არაა: ხავიერ მასკერანო, გონსალო იგუაინი, ესეკილ გარაი და ფედერიკო ფერნანდესი, ყველანი დისკვალიფიცირებულნი არიან, ხოლო ფერნანდო გაგოს ტრავმა აქვს.
"ალბისელესტე" ახლა მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე, კონმებოლის ზონის ლიდერია, 13 მატჩში საბელიას გუნდი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, თუმცა
შეგახსენებთ, 14 აგვისტოს ამხანაგურ მატჩში არგენტინამ იტალიას 2:1 მოუგო. გოლები ევერ ბანეგამ და იგუაინმა გაიტანეს.
არგენტინის ნაკრები პარაგვაისთან მატჩისთვის:
მეკარეები: სერხიო რომერო (მონაკო); მარიო ანდუხარი (კატანია).
მცველები: პაბლო საბალეტა (მანჩესტერ სიტი); უგო კამპანიარო (ინტერი); ფაბრისიო კოლოჩინი (ნიუკასლი); მარკოს როხო (სპორტინგი); ხოსე ბასანტა (მონტერეი); კრისტიან ანსალდი (ზენიტი).
ნახევარმცველები: ევერ ბანეგა (ვალენსია); აუგუსტო ფერნანდესი (სელტა); ლუკას ბილია (ლაციო); ანხელ დი მარია (რეალი); რიკარდო ალვარესი (ინტერი).
თავდამსხმელები: ლიონელ მესი (ბარსელონა); სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); ესეკილ ლავეცი (პარი სენ-ჟერმენი); როდრიგო პალასიო (ინტერი); ერიკ ლამელა (რომა).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"