როგორ იხსნა მასაჟისტმა თავისი გუნდი გაშვებული გოლისგან [VIDEO]

AutoSharing Option
ბრაზილიის სერია D-ში საოცარი რამ მოხდა. "აპარესიდენსე" პლეი ოფში კლუბის მასაჟისტმა გაიყვანა, რომელიც მოედანზე შეიპარა და ორმაგი სეივი შეასრულა, რის შემდეგაც შესაშური სისწრაფით გაექცა მეტოქე გუნდის აღშფოთებულ ფეხბურთელებს.

"ტუპისთან" შეხვედრის ბოლო წუთებზე, როცა "აპარესიდენსესთვის" საქმე ცუდად მიდიოდა, სტუმართა გუნდის მასაჟისტი არაფერს მოერიდა, შეიპარა მოედანზე და საჭირო დროს კარში ჩადგა, შედეგად კი ზედიზედ დარტყმული ორი ისეთი "მკვდარი ბურთი" აიღო, "აპას" გოლკიპერი ნაღდად რომ ვეღარ მოიგერიებდა.

მომხდარით აღშფოთებულმა "ტუპის" ფეხბურთელებმა მასაჟისტზე საცემრად გაიწიეს, მაგრამ ამ უკანასკნელმა შემთხვევის ადგილიდან სასწრაფოდ მოკურცხლა.

არბიტრებმა თამაშის
გაგრძელება მხოლოდ 20 წუთის შემდეგ შეძლეს, ანგარიში კი ძალაში დატოვეს (2:2) და შედეგად, პლეი ოფის 1/8-ფინალში "აპარესიდენსე" გავიდა.

"ტუპის" დამწუხრებული წარმომადგენლები იმასღა იმედოვნებენ, რომ მეტოქის დისკვალიფიკაციას მიაღწევენ.

"კარში ჩემი ჩადგომა ერთადერთი შანსი იყო ჩვენთვის,
- უთხრა მედიას მასაჟისტმა რომილდო ფონსეკა და სილვამ. - არ ვნანობ ჩადენილს, რადგან ეს "აპარესიდენსეს" სიყვარულმა გამაკეთებინა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული