ბრაზილია. სერია A. XX ტური: მოულოდნელობის გარეშე

AutoSharing Option
ძალიან იშვიათად ხდება ისე, რომ ბრაზილიის ჩემპიონატის ტურმა სენსაციის გარეშე ჩაიაროს. ამჯერად სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.

მეორე წრის პირველი ტური ხმაურიანი სენსაციის გარეშე გაილია და ერთადერთი შედერაბით მოულოდნელი შედეგი პორტუ ალეგრიში დაფიქსირდა - "ინტერნასიონალმა" "ვიტორია" ვერ დაამარცხა, არადა, მასპინძლები ანდრეს დალესანდროს დუბლით იგებდნენ (არგენტინელმა ბოლო 6 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა), თუმცა პარაგვაელმა ლუის კასერესმა ასევე ორი გოლი გაიტანა და სალვადორელებს გასვლაზე მხოლოდ მეხუთე ქულა მოუტანა.

მორიგი შეხვედრები მოიგეს ლიდერთა ტრიოში შემავალმა გუნდებმა. "კრუზეირომ" რთულ შეხვედრაში სტუმრად "გოიასი" დაამარცხა. თავიდან
სტუმრები მარცხდებოდნენ, მაგრამ ხარკოვის "მეტალისტის" საკუთრებაში მყოფმა ვილიანმა თავი გამოიდო და "გოიასს" თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა.

"ბოტაფოგოს" რიგებში კი თავი ისევ იურიმ გამოიჩინა. 21 წლის ფეხბურთელმა, რომელიც ცვლილებაზე გამოვიდა, ედნილსონისგან შესანიშნავი პასი მიიღო და მატჩის ბოლო წუთზე გადამწყვეტი გოლი გაიტანა. შეგახსენებთ, რომ იმავე იურიმ "ფოგოს" ორი ტურის წინ, "კორიტიბასთან" მოაგებინა და ორიდან ერთი გოლი საოცარი დრიბლინგის შემდეგ გაიტანა.

"გრემიოს" ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ედუარდო ვარგასი არ ჰყავდა, მაგრამ რენატო გაუჩოს გუნდმა ჩილელის გარეშეც იმარჯვა. ანგარიში პენალტით ერნან ბარკოსმა გახსნა, მეორე ნახევარში კი "ნაუტიკოს" ბრძოლის ჟინი ცვლილებაზე შემოსულმა პაულინიმ დაუცხრო.

სადაც ბრწყინვალე ფორმაში ყოფნაზე ვლაპარაკობთ, იქ ჟო უნდა ვახსენოთ. 26 წლის ფორვარდმა ჯერ ბრაზილიის ნაკრების ორ შეხვედრაში გაიტანა სამი გოლი, გუშინ კი ჰეთთრიქი შეასრულა და "კორიტიბას" მარტომ მოუგო.

იმარჯვა გასავარდნ ზონაში მყოფმა "სან პაულომაც". სატურნირო ცხრილში მეზობლად მყოფ "პონტე პრეტასთან" მატჩში თავი ლუიშ ფაბიანომ გამოიჩინა. ამ შეხვედრაში მურისი რამალიოს დებიუტი შედგა. როგორც ხედავთ, ლეგენდარული მწვრთნელის დაბრუნება წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა ბრაზილიის 6-გზის ჩემპიონი ჯერ კიდევ გასავარდნ ზონაშია.

XX ტური

ატლ. პარანაენსე-ფლუმინენსე 1:1
გოლები: 1:0 ედერსონი (17), 1:1 რაფაელ სობისი (45)

ბაია-კრისიუმა 2:2
გოლები: 0:1 ფეიჟაო (9-საკ. კარში), 0:2 ლინსი (35), 1:2 ფერნანდაო (72-პენ), 2:2 ობინა (86)
გაძევება: ჟოაო ვიტორი (90. კრისიუმა)

გოიასი-კრუზეირო 1:2
გოლები: 1:0 რენან ოლივეირა (27), 1:1 ვილიანი (38), 1:2 ვილიანი (72)

ბოტაფოგო-კორინთიანსი 1:0
გოლი: 1:0 იური (90)

ნაუტიკო-გრემიო 0:2
გოლები: 0:1 ბარკოსი (26-პენ), 0:2 პაულინიო (81)

პორტუგეზა-ვასკო 2:0
გოლები: 1:0 კორეა (12), 2:0 ჟილბერტო (76)

ინტერნასიონ.-ვიტორია 2:2
გოლები: 0:1 ლ. კასერესი (8), 1:1 დალესანდრო (27), 2:1 დალესანდრო (29), 2:2 ლ. კასერესი (73)

ფლამენგო-სანტოსი 2:1
გოლები: 1:0 ლეო მოურა (19), 2:0 ერნანი (55), 2:1 სისერო (57-პენ)

სან პაულო-პონტე პრეტა 1:0
გოლი: 1:0 ლუიშ ფაბიანო (48)
გაძევება: დენილსონი (90. სან პაულო)

ატლ. მინეირო-კორიტიბა 3:0
გოლები: 1:0 ჟო (23), 2:0 ჟო (26), 3:0 ჟო (40)

სატურნირო მდგომარეობა


ბომბარდირები: 13 - ედერსონი (ატლეტიკო პარანაენსე); 11 - ვილიამი (პონტე პრეტა); 9 - ალექსი (კოროტიბა); 8 - ბიანკუჩი (ვიტორია), დალესანდრო (ინტერნასიონალი), ვალტერი (გოიასი), რაფაელ მარკეში (ბოტაფოგო), ანდრე (ვასკო და გამა), ფერნანდაო (ბაია)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ბრაზილია. სერია A. XIX ტური: ჩემპიონი 70 პროცენტით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული